Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ორგანიზმის მიერ წყლის 25%-ის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანი კვდება,'- რა უნდა ვიცოდეთ წყლის შესახებ?

თარიღი : 14-03-2018, 17:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იცით თუ არა, რომ ადამიანს საკვების გარეშე შეუძლია გაძლოს 4 კვირა, წყლის გარეშე კი მხოლოდ შვიდი დღე. თუ ორგანიზმი კარგავს 1.5% წყალს, განიცდის ძლიერ წყურვილს, ძილიანობას, გულისრევას და ზოგჯერ კანის გაწითლებას. თუ კარგავს 6-10% წყალს, ამ დროს ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, ქოშინს, წყდება ნერწყვის გამოყოფა, გართულებულია გადაადგილება და დარღვეულია ლოგიკური აზროვნება. როდესაც იკარგება 11-დან 20%-მდე წყალი, ორგანიზმი განიცდის კუნთების სპაზმს, ხდება ბოდვა, სმენისა და მხედველობის დაქვეითება. წყლის 25%-ის დაკარგვის შემთხვევაში კი ხდება ადამიანის გარდაცვალება.

ორგანიზმისა და სიცოცხლისათვის წყლის მნიშვნელობაზე „კლინიკა ბომონდი“-ს ეპიდემიოლოგი რუსუდან ხაჭაპურიძე გვესაუბრება.
http://www.picz.ge/img/s4/1803/14/1/1e7ed7eb132c.jpg
„წყალი არის შეუცვლელი. ეს არის სამყაროს შეუცვლელი მატერია, რომელშიც ვითარდება სიცოცხლე. სიცოცხლე წყლის გარეშე არ არსებობს. ყველა პროცესი, რაც სიცოცხლეს უკავშირდება, არის წყალთან ასოცირებული. სამყაროში ყველა პროცესი, მათ შორის კლიმატური, გარემოში მიმდინარე პროცესები, ორგანიზმსა და ადამიანში მიმდინარე პროცესები წყალს უკავშირდება. არც დაბადება, არც განვითარება და არც აღზრდა წყლის მონაწილეობის გარეშე არ ხდება,“ - ამბობს რუსუდან ხაჭაპურიძე.

როგორც ირკვევა, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ადამიანის დღიური ნორმა 2-3 ლიტრი წყალია.

„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავიდგათ ჭურჭელი და ვსვათ წყალი. წყლის ამ რაოდენობას ადამიანი იღებს დღის განმავლობაში როგორც თხევადი, ისე მშრალი საკვების სახით. ეს ცხადია ნორმალური კვების პირობებში ხდება. როდესაც ადამიანის ორგანიზმს აკლია წყალი, ის განიცდის წყურვილს და სვამს წყალს. როდის უნდა მივიღოთ წყალი? წყალი ძირითადად დღის პირველ ნახევარში უნდა მივიღოთ, რათა შევივსოთ ორგანიზმის მოთხოვნა წყალზე. არ შეიძლება წყლის მიღება კვების დროს. წყალი უნდა დავლიოთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე და ჭამიდან ნახევარი-ერთი საათის შემდეგ,“ - ამბობს რუსუდან ხაჭაპურიძე.

„კლინიკა ბომონდი“-ს ეპიდემიოლოგი მოსახლეობას ურჩევს, რომ იკვებონ სწორად. მისი თქმით, სწორი კვება ნიშნავს წვნიანი საკვების, ბოსტნეულის დიდი რაოდენობითა და ხილის მიღებას. ხოლო თუ ადამიანი ძირითადად მშრალ საკვებს იღებს, უნდა მოახდინოს ორგანიზმში წყლის მარაგის შევსება და გაზარდოს წყლის მიღება.

„მაგრამ მხოლოდ საჭირო რაოდენობით. ჭარბი რაოდენობით წყლის მიღება ორგანიზმიდან საჭირო მიკროელემენტების გამორეცხვას იწვევს, რადგან წყალი საუკეთესო გამხსნელია,“ - ამბობს რუსუდან ხაჭაპურიძე.


ნანახია: 685-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.
ის დაავადებების პროფილაქტიკის მარტივი და იაფი საშუალებაა.
თუ ცივ წყალს ჭამის პროცესში მიირთმევთ, გასუქების საფრთხე ორჯერ გაიზრდება.
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.
წელიწადის დროებს შორის ზაფხული ადამიანებისათვის ერთ-ერთი საყვარელი სეზონია, თუმცა ამის მიუხედავად, ზაფხულსაც აქვს თავისი
მოსახლეობა განმარტავს, რომ ვისაც ფული აქვს, წყალს ყიდულობს, ხოლო ვისაც წყლის ყიდვა არ შეუძლია, წვიმას ელოდება.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.

ამინდი