ქუთაისის საკრებულოს წევრი:'ნაციონალების' 9 წლის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე. ჩვენ გვიწევს იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა არის სულგრძელი საქმე
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს წევრი:'ნაციონალების' 9 წლის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე. ჩვენ გვიწევს იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა არის სულგრძელი საქმე

თარიღი : 14-03-2018, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიასთან ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხზე იმსჯელეს და საბჭოს შექმნას მხარი დაუჭირეს.

კომისიის თავმჯდომარის ოთარ ლორთქიფანიძის თქმით, საჭიროა მსგავსი ტიპის საბჭოები, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. მისივე თქმით, დღეს ჩატეხილია ხიდი ახალგაზრდებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის, ხოლო „ქართული ოცნება“ აღნიშნული ხიდის აღდგენას ცდილობს. ლორთქიფანიძემ ისიც განაცხადა, რომ ხიდი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩატყდა, როდესაც ახალგაზრდებს იძულების წესით აწევრიანებდნენ სტუდენტურ თვითმმართველობებსა თუ მსგავსი ტიპის გაერთიანებებში.

საბჭოს შექმნას მოჰყვა ოპოზიციის კრიტიკა. „ევროპული საქართველო“-ს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საბჭოში მმართველი გუნდი პარტიული აქტივის ჩართვას გეგმავს. დეპუტატ დავით გოგისვანიძის თქმით, მსგავსი ტიპის სამსახურები არსებობს ქალაქის მერიასა და საკრებულოშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ბრეგაძემ კი განაცხადა, რომ ჩატეხილი ხიდი ადგილობრივ ხელისუფლებას მაშინ არ გახსენებია, როდესაც ქუთაისის მერიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა.

„მხარს ვუჭერ ამ საბჭოს შექმნას, თუმცა იმედი მაქვს, პოლიტიკური სისულელეებით არ გამოუტენით ახალგაზრდებს თავს,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

„9 წლის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე. ჩვენ გვიწევს იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა არის სულგრძელი საქმე,“ -უპასუხა ოპონენტ კოლეგებს ოთარ ლორთქიფანიძემ.


ნანახია: 835-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ
ქუთაისის მერია საკალათბურთო კლუბს ავტომანქანას უცვლის.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერიაში დაანონსებულმა რეორგანიზაციამ ხმაური გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით,
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის მერის,დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირეს.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება ჩააგდეს.
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამინდი