Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ახალი ელექტრონული სისტემებით აღიჭურვება, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს

თარიღი : 13-03-2018, 18:31 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და მერიის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბროკ ბირმენს შეხვდა. შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია მმართველობა პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.

USAID-ის დახმარებით ქუთაისის მერია აღიჭურვება ახალი ელექტრონული სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ სისტემის მთავარი მიზანია გააუმჯობესოს კომუნიკაცია ადგილობრივ მთავრობასა და მოქალაქეებს შორის.

ღია მმართველობის პარტნიორობა არის გლობალური ინიციატივა რომელიც მიზნად ისახავს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას. სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას მმართველობის ღიაობისთვის.

ქუთაისის მერია USAID-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს სტრატეგიული დაგეგმვის მართვის, პროგრამული ბიუჯეტის სამოქალაქო ჩართულობის და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის სფეროში.

USAID-ის დახმარებით ქუთაისის მერია ერთ-ერთი პირველი იყო ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ვინც 2016 წელს ღია მმართველობის პარტნიორობას შეუერთდა და ეროვნული სამოქალქო გეგმის ფარგლებში, ვალდებულებად იკისრა დანერგოს ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისთვის და უზრუნველყოს მოქალაქეების ჩართულობა პროცესში.

NS

საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარეა და მიმდინარე წლის ივლისში პრესტიჟულ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლებს. სამიტში მონაწილეობას მიიღებს 2000-მდე მონაწილე, მათ შორის სახელმწიფოების მეთაურები. მთავრობისა და სამოქალქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.


ნანახია: 522-ჯერ

მსგავსი სიახლეები
USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ადმინისტრატორის მოადგილე
პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დანერგოს არასამთავრობო სექტორსა
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა
ქუთაისის, თბილისის და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ელექტრონული სისტემა მართვის პროცესს გააადვილებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში შესატან სიახლეებზე 'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატმა

ამინდი