Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ შეძლებს გვარის შეცვლას და ვის ეკრძალება გვარის ცვლილება?-პარლამენტი ახალ კანონზე მუშაობას იწყებს

თარიღი : 12-03-2018, 20:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
“სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები, რომლითაც გვარის შეცვლასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

სრულწლოვან მოქალაქეს გვარის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლება. ამასთან, მცირდება იმ გვარების არეალი, რომლის მიღებაც მოქალაქეს შეეძლება, თუმცა ერთხელ გვარის შეცვლის ინსტიტუტი ქორწინება-განქორწინების შემთხვევებს არ შეეხება.

ცვლილებებით, პირს სრულწლოვან ასაკში კვლავ შეეძლება გვარის შეცვლა მამობის დადგენის საფუძვლით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი პირი იმ მომენტში არის ძებნილი ან სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი. ამასთან, სრულწლოვანებისას პირს შეეძლება, ერთხელ გააკეთოს არჩევანი, მიიღოს თუ არა მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი (მხოლოდ მშობლების ბებია-ბაბუის თაობამდე), ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი ან შეაერთოს თავისი და აღმავალი შტოს ნათესავის გვარი.

ყველა ადამიანს კვლავ შეეძლება ქორწინებისას და განქორწინებისას აირჩიოს მეუღლის გვარი ან შეაერთოს საკუთარი და მეუღლის გვარები, თუმცა ამ არჩევანის გაკეთება მხოლოდ ქორწინების მომენტში იქნება დასაშვები.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ უკვე შეიცვალა გვარი 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, გვარის ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ამასთან, ახალი კანონმდებლობით არ იცვლება ისტორიული გვარის აღდგენის მკაცრი წესები.

ipn.ge


ნანახია: 683-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი მიღება
2016 წელს 58-მა პირმა სახელი ან გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ. 2017 წელს 59-მა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემები.
ბერიეთში წარსულში მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიისგან დღეს მხოლოდ ძლიერ დაზიანებული კედლები და ნახევრად ჩამონგრეული დასავლეთის
2016 წელს მარტოხელა დედის სტატუსი მიენიჭა 1 086 პირს, ხოლო 2017 წელს 12 აპრილის მდგომარეობით, 328 პირს.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გაუქმდება საშვთა სისტემა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება
ჩაის მწარმოებელი საწარმოს გახსნაზე ასევე ჩამოსული იყო ინდური მხარე. ჯოუსტინა დუბე კოუდჰარის თქმით, ჩაი ერთადერთი მიმართულება არაა, რა მიმართულებითაც ისინი
ქუთაისის N17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ბაღში სწავლის შეწყვეტის მიზეზი ტერიტორიაზე გველის პოვნა გახდა.
დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დილიდან სამხედრო ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინა.

ამინდი