Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ვიცე-მერი: მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს ვისაც სჭირდება უფასო კვებით სარგებლობა, ეს სერვისი მივაწოდოთ

თარიღი : 12-03-2018, 19:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ასათიანის ქუჩაზე სვანიძეების ოჯახში იმყოფებოდა. ტარიელ სვანიძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ იმყოფება, თუმცა მონიტორინგის შედეგებით ის საჭიროებს „მადლიერების სახლის“ სერვისებით სარგებლობას.

ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეები, რომლებიც რეალურად საჭიროებენ მადლიერების სახლის მომსახურებას, ამ სერვისის გარეშე არ დარჩნენ. დღესვე ადგილზე იმყოფებოდნენ სოციალური სააგენტოს წარმომადგნლები და რამდენიმე ბენეფიციარის სოციალურ მდგომარეობას გაეცვნენ. ქუთაისის მერია შუამდგომლობას უწევს ასეთ მოქალაქეებს, რათა მათ მადლიერების სახლის სერვისებით სარგებლობა არ შეუწყდეთ.

ამ დროისთვის ქუთაისის "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა სიის გადამოწმება მიმდინარეობს. საუბარია 120 ადამიანზე, რომლებმაც ბენეფიციარის სტატუსისთვის შეუსაბამო ქულები მიიღეს.

"პირადად გავეცანით რამდენიმე ბენეფიციარის მდგომარეობას, რომლებიც სარგებლობენ მადლიერების სახლის სერვისებით, მაგრამ მაღალი მაღალი ქულები ჩამოუვიდათ და გარკვეული პრობლემები შეექმნათ სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით. წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა რეალურად ძალიან მძიმეა. ჩვენ ადგილზე წამოვიყვანეთ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები, ერთად ვავსებთ დეკლარაციას და შუამდგომლობას ვუწევთ რომ ქულებმა დაიწიოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერს სათანადო რეაგირება მოჰყვება. მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს ვისაც სჭირდება უფასო კვებით სარგებლობა, ეს სერვისი მივაწოდოთ,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.


ნანახია: 475-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.
წულაია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს დაინტერესდეს აღნიშნულით, რადგან მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტიდან
ქუთაისში ამჟამად უფასო კვების ორი ფილიალი, ავტომშენებლისა და ნინოშვილის ქუჩებზე მოქმედებს.
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ გიორგი ფერაძის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რას მის ტელეფონზე განხორციელებულ სატალეფონო ზარს
თუ დასაქმებული ფიქრობს, რომ მისი ხელძღვანელი მას ავიწროებს, ავალებს ისეთ საქმეს, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას არ გააჩნია, ან კიდევ ხელმძღვანელი

ამინდი