"საქართველოს მთავრობა შორს წავიდა და ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი"
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"საქართველოს მთავრობა შორს წავიდა და ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი"

თარიღი : 12-03-2018, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას უმალავენ. განცხადება ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გააკეთა.

შუშანიას თქმით, იმ ადგილას, სადაც ხელისუფლების დაპირებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს, მხოლოდ ბაყაყების ყიყინი ისმის და სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

"როგორც ხედავთ ამ ადგილას მარტო ბაყაყების ყიყინი ისმის. შორს წავიდა საქართველოს მთავრობა და ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი. ეტყობა აპირებს ეროვნული გამოცდები ჩაუტაროს ბაყაყებს. ტექნოლოგიური უნივრრსიტეტის მშენებლობის ადგილას არაფერი ხდება. იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში, რომელშიც 2021 წლამდე განსახორციელებელ პროექტებზეა საუბარი, არაფერი წერია ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე. ამ ადგილას საარჩევნოდ მოიყვანენ ტრაქტორს, რომ ვითომ სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია განათლების სამინისტროდან პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და მიმდინარეობაზე, თუმცა არ მოგვაწოდეს და ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ სარჩელით," - ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ადასტურებენ, რომ სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა განმარტავენ, რომ ადგილზე სამშენებლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარე წლის მაისიდან განახლდება. რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადას, როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე ამბობს, თარიღი ამ დროისთვის უცნობია.


ნანახია: 760-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიორგი თევდორაძის თქმით, როგორც კი საქართველოს კონსტიტუციიდან გაქრება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის.
უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წლიდან უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყეში კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.
დაახლოებით ერთი თვეა ადგილზე სამშენებლო, კონკრეტულად კი ქვაბულიდან მიწის ამოღების სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს

ამინდი