Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ილია მეორე - ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა...

თარიღი : 12-03-2018, 00:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა, სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, ასევე, აძლევს მისი ტარების ძალას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

"განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ და დღევანდელ დღეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა. კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმის შესახებ, რომ ჯვარი, რომელსაც ვატარებთ, ეს არის ღვთისგან ბოძებული, თუ ჩვენი ნებით აღებული. მძიმეა ჯვარი ღვთისგან ბოძებული, მაგრამ აუტანლად მძიმეა, როდესაც თვითონ იღებთ ჯვარს. ყოველ ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა. სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს (და ჯვარი განსაცდელია), იგივე უფალი აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ზოგიერთი ადამიანი ისეთი ძლიერია, რომ სხვის ჯვარსაც ატარებს. ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, აძლევს ძალას. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "ღმერთი არის სიყვარული. გაჭირვების დროს უნდა თქვათ, ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადამარჩენს. ღმერთმა ინებოს, რომ ის ჯვარი, რომელიც მოგვცა ღმერთმა, ბოლომდე მივიტანოთ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში", - განაცხადა პატრიარქმა.

პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა და ძალით მშვიდობით მოხდეს მარხვის დასრულება.

ipn.ge


ნანახია: 236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატრიარქმა მრევლს მიმართა, რომ დღევანდელი კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი
კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ და ერთად არიან, - ამის შესახებ
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ წარმართები უძველეს დროს ზღვის ტალებს უყვებოდნენ თავიანთი ცოდვების შესახებ. ხოლო ებრაელები ვაცს, რომელსაც
ილია მეორემ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა.
წირვაში, რომელიც პატრიარქმა აღავლინა, მონაწილეობა მიიღო ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ. პატრიარქმა დიდი სიხარული გამოთქვა,
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ეზოში დათესილი 30-მდე ძირი კანაფი გაანადგურა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლებს და ამბობენ, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც

ამინდი