Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნება

თარიღი : 11-03-2018, 13:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც 2 375 341 ლარია გამოყოფილი.

ახალი სამხედრო ჰოსპიტლის სამშენებლო სამუშაოებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე გაეცნო.

„ქუთაისში ამჟამად დასრულებულია ძველი შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. დასავლეთ საქართველოში სამხედრო ჰოსპიტალი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, სადაც პაციენტები სრულ და მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებენ. ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ამოქმედებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. გარდა ამისა, დაიზოგება ხარჯები და შემცირდება მკურნალობასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები. სამედიცინო ცენტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს, მათ ოჯახის წევრებსა და სამხედრო პენსიონერებს მოემსახურება.

ქუთაისიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე გორში გაემგზავრა, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრალური შენობის ფასადის სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა, გარემონტდა სასტერილიზაციო და რეანიმაციის განყოფილებები, მიმდინარეობს სამხედრო კომისიის შენობაზე დამატებით ორი სართულის დაშენება, რომელიც განკუთვნილია რეაბილიტაციის განყოფილებისთვის. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გორის ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა რევაზ კუჭუხიძემ გააცნო“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 371-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრთან ერთად ტელერეპორტიორებიც იცხოვრებენ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული საზოგადოება მხარში უდგას ჯარს და ჯარი და თავდაცვა თანხმობის წერტილს წარმოადგენს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს ავღანეთიდან ქართველი
მინისტრის მოადგილემ მათ სუიციდის პრევენციისა და სამხედრო მოსამსახურეების ურთიერთმხარდაჭერის პროგრამის დეტალები გააცნო. პროგრამის
შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ეზოში დათესილი 30-მდე ძირი კანაფი გაანადგურა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლებს და ამბობენ, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც

ამინდი