Lady Taxi ქუთაისში – ქალი მძღოლები, რომლებიც ქალებსა და წყვილებს მოემსახურებიან
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Lady Taxi ქუთაისში – ქალი მძღოლები, რომლებიც ქალებსა და წყვილებს მოემსახურებიან

თარიღი : 6-03-2018, 20:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
„ზოგადად, საქართველოში ტაქსით მომსახურების სფერო არ არის სწორად განვითარებული, თბილისში შეიძლება არის, ქუთაისში – ნაკლებად. ამიტომაც, გვინდოდა, რომ პიროვნებისთვის სასიამოვნო გაგვეხადა მგზავრობის პროცესი და დავაარსეთ Lady Taxi. ჩვენთან ბარათით გადახდა იქნება შესაძლებელი, მძღოლებს უნიფორმა ეცმებათ, მგზავრი, ვინც ჩაჯდება, მისთვის სასურველ მუსიკას მოუსმენს და ა.შ.“, – ზურაბ ფირცხალავა, Lady Taxi-ს თანადამფუძნებელი.

სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად, ზურაბ და ფატმან ფირცხალავებმა გადაწყვიტეს Lady Taxi-ს შექმნა, რომელიც მოემსახურება ქალბატონებსა და წყვილებს და რომლის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორებიც ქალი მძღოლები იქნებიან. Ladi Taxi-ს მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონზე დარეკვით, ისე აპლიკაციით. რაც შეეხება ტარიფს, გარდა იმისა, რასაც აპლიკაცია ავტომატურად დაუწერს მგზავრს, კილომეტრზე, დაახლოებით 60-70 თეთრი, ხოლო ახლო მანძილზე 2 ლარით იქნება განსაზღვრული.

ამ ეტაპზე კომპანიას არ ჰყავს საკუთარი ავტომობილები, თუმცა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ Ladi Taxi-ში და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმდნენ მძღოლის პოზიციაზე.

ზურაბ ფირცხალავა: „სახელი ისეთი აქვს, “Lady Taxi“, მამაკაცი რომ იყოს მძღოლი, ცოტა უხერხულიც კია და ვფიქრობთ, რომ მომხმარებელსაც ნეგატიური რეაქცია ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში. რაც შეეხება, როგორ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მხოლოდ ქალებსა და წყვილებს მოემსახუროს ჩვენი ტაქსი, გვექნება დაცვის სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ ქალები შეძლებენ 7-12 საათამდე გამოძახებას, თუმცა თუ მაინც იმგზავრებს მამაკაცი, გამომდინარე ჩვენი მენტალობიდან, მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება მისი გადაადგილება“.

Lady Taxi, ჯერჯერობით, მხოლოდ ქუთაისის ტერიტორიას მოიცავს, მოთხოვნიდან გამომდინარე კი გაიზრდება მასშტაბები. ამ ეტაპზე, კომპანია სატესტო რეჟიმში მუშაობს 2 ავტომობილით.


ნანახია: 649-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ტაქსის მძღოლი სამსახურიდან ავტომანქანაზე განთავსებული წარწერისათვის გაათავისუფლეს.
შეიძლება ტაქსის გამოძახება ონლაინით საიტზე: taximaxim.ge ან ტელეფონზე (0431) 25-88-88 დარეკვით.
მისი განმარტებით, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ და მხოლოდ კურსის ცვალებადობით.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი დახაზული იყო, თუმცა
ხშირ შემთხვევაში წყვილის უნაყოფობის მიზეზად, ქალი განიხილება, თუმცა როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, პრობლემა მხოლოდ ქალში არაა
ქულათა სისტემას, ერთი შეხედვით, მაქსიმალურად უნდა აღმოეფხვრა ეს პრობლემა, თუმცა არსებობენ მძღოლები, რომლებიც ქულების ამოწურვის
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს

ამინდი