Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გივი ჭიჭინაძეს იცნობენ, როგორც კარგ მომღერალს - თუ ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, დადასტურდება , რომ „ქართულ ოცნებას“ ადამიანური რესურსი არ აქვს"

თარიღი : 5-03-2018, 22:21 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თუ ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე იქნება, დადასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ ადამიანური რესურსიც არ აქვს იმისთვის, რომ წამოწიოს წინ ის ადამიანები, რომლიც მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით დაკავდება, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, იმერეთის მოქმედ გუბერნატორს ხალხი იცნობს, როგორც კარგ მომღერალს და არა როგორც კარგ პოლიტიკოსს ან მენეჯერს.

„ჩემთვის ვანსა და ხონში გამოწვევაა უმუშევრობა, სიდუხჭირე და უპატრონობა, რომელიც მწვავედ აწუხებს მოსახლეობას. ამაში იმერეთის მოქმედ გუბერნატორს ლომის წვლილი მიუძღვის, რადგან მას, როგორც პოლიტიკოსს, მეურვეს, ხელმძღვანელს არავინ იცნობს. ჭიჭინაძეს იცნობენ როგორც კარგ მომღერალს. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, რომ მოსახლეობაში უპატრონობის განცდა მაინც არ ყოფილიყო. თუ ჭიჭინაძე იქნება კანდადატი, დადასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ ადამიანური რესურსიც არ აქვს იმისთვის, რომ წამოწიოს წინ ის ადამიანები, რომლიც მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით დაკავდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

არსებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ვანისა და ხონის მაჟორიტარად, შესაძლოა, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე წარადგინოს. მმართველ გუნდში არსებული ინფორმაციით, ჭიჭინაძე ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, რომლის დასახელებაც ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებზე განიხილება.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. „ევროპული საქართველოდან“ არჩევნებში მონაწილეობას გიგი უგულავა მიიღებს.


ნანახია: 1167-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
მან საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.
ვანსა და ხოში 60-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო
'ევროპული საქართველო'-ს ინფორმაციით, კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანსა და ხონში 28
'ქართულ ოცნებას' მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა კერძო საუბრებში ის სავარაუდო
ვანსა და ხონში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად არჩევნები მიმდინარეობს.
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ გიორგი ფერაძის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რას მის ტელეფონზე განხორციელებულ სატალეფონო ზარს
თუ დასაქმებული ფიქრობს, რომ მისი ხელძღვანელი მას ავიწროებს, ავალებს ისეთ საქმეს, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას არ გააჩნია, ან კიდევ ხელმძღვანელი

ამინდი