'ქალი, რომელსაც მუზის ფუნქცია აკისრია,'-ქუთაისელი შემოქმედი ქალების გამოფენა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქალი, რომელსაც მუზის ფუნქცია აკისრია,'-ქუთაისელი შემოქმედი ქალების გამოფენა

თარიღი : 2-03-2018, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
3 მარტს, 13:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქუთაისელი შემოქმედი ქალების გამოფენა „Femina Creator“ გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება უწევს.

გამოფენის მიზანს წარმოადგენს წარმოაჩინოს ქალი არა მხოლოდ, როგორც შემოქმედებითი პროცესის პასიური მონაწილე, რომელსაც ძირითადად მუზის ფუნქცია აკისრია, არამედ, როგორც თავად აქტიური შემოქმედი.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები, ფოტოგრაფები და დიზაინერები. ავტორები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ხასიათით ასევე შესრულების ტექნიკით, რაც უფრო საინტერესოს გახდის თავად გამოფენას.

ირმა კუხიანიძე (ფერწერა)
ლია უკლება (ფერწერა)
ქრისტინე რობაქიძე (ფერწერა)
ნატო იმედაშვილი (ფერწერა)
ნათია მაღლაკელიძე (ვიტრაჟი, მხატვრული მინა)
ნათია აფხაიძე (ფოტოგრაფია)
ეკა აბულაძე (დიზაინი).

მსგავსი გამოფენა ქუთაისის მერიის ინიციატივით უკვე გაიმართა გასულ წლებში. ეს საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო, რომელმაც სხვადასხვა ავტორის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, რამდენიმეს კი, რომელიც მაშინ მხოლოდ მოყვარული იყო და პირველ, გაუბედავ ნაბიჯებს დგამდა ამ მიმართილებით უდიდესი სტიმულირება გაუწია საკუთარი ძალების რწმენის განმტკიცებაში.

გამოფენის გახსნაზე აგრეთვე გაიმართება გოგონათა ბენდის „Four Lines“ პრეზენტაცია ქუთაისური საზოგადოების წინაშე.

გოგონათა ჯგუფი ,,Four Lines’’ 2017 წელს დაარსდა ქუთაისში. ისინი ასრულებენ ექსპერიმენტულ მუსიკას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას და წარმოადგენს აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის სინთეზს. ყველა მუსიკალური კომპოზიცია თავად ჯგუფის წევრების მიერაა შექმნილი. ჯგუფმა 2017 წელს გამოუშვა მუსიკალური ალბომი ,,Sound of wind’’, რომლის პრეზენტაციაც შედგა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქ. ტალინში, სადაც გაემგზავრა ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით.


ნანახია: 357-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯგუფი უნიკალურ მუსიკას ასრულებს, რომელიც ჯაზის და ქართული ეთნომუსიკის ნაზავს წარმოადგენს.
ლელა ლომთაძე თითქმის 20 წელია მოღვაწეობს ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, როგორც
გამოფენის იდეის ავტორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების გამგე მირანდა კუპრავაა.
'შემოქმედ ქალთა ფესტივალი' პირველად 2015 წელს გაიმართა და მასში ორმოცდახუთი შემოქმედი ქალი მონაწილეობდა.
დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა.
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი