Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, კანალიზაციაში მცხოვრები მოსახლეობა

თარიღი : 2-03-2018, 17:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩა N61-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. კორპუსისთვის პრობლემას კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა წარმოადგენს. მოსახლეობამ პროგრამა „კორპუსი“-ს ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, თუმცა უშედეგოდ. სამუშაოებამდე თუ კანალიზაციის წყალი კორპუსს გარეთ დგებოდა, ამჯერად სარდაფი იტბორება.

ხუნდაძის 61 ნომერში მდებარე კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობამ დახმარებისთვის კვლავ ქალაქის ხელისუფლებას მიმართა და მათგან პირველი პროექტის განხორციელების დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოითხოვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მერიისგან დახმარებაზე უარი მიიღეს. ქალაქის ხელისუფლებაში მოსახლეობას განუცხადეს, რომ 2019 წელს უნდა დაელოდონ, როდესაც ქუთაისში კანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად სამუშაოები დაიწყება.

„ვიფიქრეთ, რადგან ასეთი პროგრამა არსებობს, გამოვიყენებთ და პრობლემა მოგვარდება-თქო, მაგრამ უარეს დღეში აღმოვჩნდით. ზაფხული რომ მოვა, მერე როგორ უნდა გავძლოთ. ახლა ყარს აქაურობა. სარდაფებს ვერ ვიყენებთ და კორპუსსაც საძირკველი ულპება,“ - ამბობს კორპუსის მკვიდრი შორენა შველიძე.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობას დაეხმარებიან და მათთვის გამონაკლისს დაუშვებენ. როგორც სამსახურის თანამშრომელი ლევან დათიაშვილი ამბობს, ხუნდაძის 61 ნომერში მაცხოვრებლებმა მერიაში პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოადგინონ.


ნანახია: 769-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, გუგუნავას 12 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრები 10 ოჯახი დახმარებას ითხოვს.
კორპუსს სხვადასხვა სახის პრობლემა აქვს, რის გამოც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ფეკალური მასების აუტანელ სუნში მოსახლეობა წლებია ცხოვრობს.
ადგილობრივების განცხადებით, მერიამ გუნიას ქუჩაზე ასფალტის საფარი დააგო, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ქუჩაზე სანიაღვრე
დაახლოებით ერთი თვეა მოსახლეობა კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის 24 ნომერში მაცხოვრებელი მოსახლეობა საფრთხეშია.
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი