Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„აზარტული ბიზნესი უნდა დარეგულირდეს და შეიზღუდოს“

თარიღი : 2-03-2018, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
აზარტული თამაშების ბიზნესი დღემდე საქართველოში ყველაზე უკონტროლო სფეროა. მილიონიანი ბრუნვის ფონზე, ბიუჯეტში მხოლოდ მიზერული თანხები ირიცხება, ხოლო ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი კიდევ უფრო მძიმდება.

ბოლო დროს გახშირდა სუბარი იმის თაობაზე, რომ ონლაინ თამაშები ფულის გათეთრების ძირითადი საშუალებაა და მისი მკაცრი რეგულაცია აუცილებელია. ამ სექტორში წარმოუდგენლად დიდი თანხა ტრიალებს, მაგრამ ქვეყანა მატერიალურად ვერაფერს ხეირობს, ადამიანები კი სულ უფრო ეფლობიან ვალების ჭაობში.

მიუხედავად ამისა, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სულ სხვაგვარად უყურებს სათამაშო ინდუსტრიას. იგი იმედოვნებს, რომ ბიზნესის ეს მიმართულება საქართველოში ისე განვითარდება, მოთამაშეებს ძირითადად სხვა ქვეყნებიდან მოიზიდავს. მინისტრის აზრით, რეფორმა, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიმართულებით ხორციელდება, ყველა გამოწვევას კარგად პასუხობს.

იმედია, აღნიშნული სექტორი საქართველოში ისე განვითარდება, რომ სხვა ქვეყნებიდან მოიზიდავს ძირითადად მოთამაშეებს და ის ნაკლებად შეეხება საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ გვსურს, ძალიან ცივილური ბიზნესსექტორი მივიღოთ ამ რეფორმის შედეგად, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, უნდა გამოვრიცხოთ არასრულწლოვნების ჩართვა აღნიშნულ სექტორში. ადამიანმა არ უნდა წააგოს იმ რაოდენობის თანხა, რომლის გადახდის საშუალებაც არ ექნება.

ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ აღნიშნული სექტორი ბიუჯეტში არის მსხვილი კონტრიბუტორი. რეფორმა კარგად პასუხობს იმ გამოწვევას, რომ, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები იყოს დაცული ბოლომდე და აღნიშნული სექტორი გახდეს უფრო გამჭვირვალე. წლის ბოლომდე დავნერგავთ სიახლეს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ რეჟიმში შეგვეძლება, მივიღოთ ინფორმაცია აღნიშნულ სექტორში მიმდინარე ბრუნვასთან დაკავშირებით, - განაცხადა ბახტაძემ.
არასწორია აზრი, რომ სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შენატანით ავსებს. მათი შემოსავალი 4 მლრდ ლარს საკმაოდ აღემატება, მოგებაც ასეულობით მილიონი ლარია, ბიუჯეტში კი მხოლოდ მიზერული თანხა შედის. მაგალითად, აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235 მლრდ ლარი შეადგინა, მოგებამ – 363 მლნ ლარი, ბიუჯეტმა კი მხოლოდ 109 მლნ ლარი მიიღო. ჯერჯერობით სრულად არ დათვლილა შარშანდელი მონაცემები, თუმცა დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

კაზინოების მკაცრი რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობს სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი აზრით, კონტროლი ისე უნდა განხორციელდეს, რომ თანაბრად დაიცვას როგორც უცხოელი მომხმარებლები, რომლებიც სათამაშოდ ქვეყანაში შემოდიან, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად არიან აზარტულ თამაშებში ჩართულნი.

მთელი პრობლემა ისაა, რომ ერთიანი ხედვა და სტრატეგია ეკონომიკასთან, ფინანსებთან, გადასახადებთან, მოსაკრებლებთან არ გაგვაჩნია. რეგულირება და ერთიანობაში საგადასახადო რეჟიმის მოწესრიგება არსებითად შესაძლებელია. აქვე გასათვალისწინებელია საქართველოს მდებარეობაც და ჩვენი სამეზობლო პოლიტიკა.

სათამაშო ბიზნესი ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, მაგრამ ჩვენ გვიდგას დიდი პრობლემა ამ ბიზნესშივე. ქართველი მომხმარებლები, მოზარდები და მოზრდილებიც დიდი ოდენობის თანხას აგებენ და იქვე არიან მიყურადებული სხვადასხვა ტიპის გამსესხებელი კომპანიები და ბანკები, რომლებიც უძრავი ქონების გარანტიით მოთამაშეებზე სესხებს გასცემენ. ამით კატასტროფულ მდგომარეობაში ვარდებიან ეს ადამიანები და მათი ოჯახები.

ვეთანხმები ყველა აზრს, რომ ეკონომიკამ მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს, სხვადასხვა აქტივობიდან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადამიანების გაკოტრების ხარჯზე. ამიტომ საჭიროა რეგულირების შემოღება, სადაც კონკრეტული მოთამაშეების გადახდისუნარიანობა იქნება გათვალისწინებული. აუცილებლად უნდა გაიცხრილონ ის მოთამაშეები, რომელთა ფინანსური მდგომარეობა არასასურველია.

საქართველოში ნამდვილად არ გვჭირდება ისეთი ფული, რომელიც იქნება უმართავი. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, რომ შემოვა მავანი ინვესტორი, ეკონომიკაში ფულს შემოიტანს და ამის გამო თავი ავარიდოთ რეგულაციებს. ჩვენ გვჭირდება გეგმაზომიერი, სწორი და გამართული რეგულაცია, რომელსაც მოვაგვარებთ როგორც მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ მოთამაშეებს, ასევე ქართველო მომხმარებლებსაც, - განუცხადა რეზონანსს ჩარგეიშვილმა.

სათამაშო ბიზნესი, გაფართოების ნაცვლად, უნდა შეიზღუდოს, რადგან მოხმმარებლების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ეს მათი შემოსავლის წყაროა, სინამდვილეში კი ისინი კოტრდებიან. რაც შეეხება ონლაინ თამაშებს, აფბას ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის ინფორმაციით, ისინი გადასახადებისგან გათავისუფლებული არიან, არადა, მოგების 60% სწორედ ონლაინ თამაშებს უჭირავს.

კაზინოები, რომლებიც ფლობენ ონლაინ პლატფორმებს, გადასახადს არ იხდიან. ინტერნეტ თამაშებით ისინი დიდ მოგებას იღებენ, მათ მოგების 60% ძირითადად ონლაინიდან აქვთ.
თუ მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეები დაკავდებიან კაზინოებში თამაშით, ეს ცუდი იდეა არ არის, მაგრამ რეალობას მოკლებულია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია სხვადასხვა აზარტულ სქემაზე. იგი ყველას შემოსავლის წყაროდ მიაჩნია. ამ ადამიანებს რას მოვუხერხებთ, არავინ იცის და არსად თქმულა. ამიტომ გამოსავალი ერთია, აზარტული ბიზნესი, გაფართოების ნაცვლად, უნდა დარეგულირდეს და შეიზღუდოს, - განუცხადა რეზონანსს ბაირახტარმა.

"რეზონანსი"


ნანახია: 263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.
ამჟამად აზარტული თამაშების ბაზარზე 138 კომპანიაა წარმოდგენილი, რომლითაც ჯამში 2016 წელს საბიუჯეტო გადასახადების სახით გადახდილი
პირადი კაზინო ყველას აქვს სახლში კომპიუტერისა და ინტერნეტის სახით.
ონლაინ-თამაშებში ყოველდღიურად 400 ათასი ადამიანია ჩართული.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალზეა დამოკიდებული.
პირის სიაში შეტანა ხდება სამი წლის ვადით, რის საპასუხოდაც დამსაწრე საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამწლიანი
იმის გამო, რომ კორპუსს სახურავი დამწვარი აქვს, უხვი ნალექის გამო, კორპუსის მაცხოვრებელთა უმრავლესობის სახლებში წყალი ჩავიდა.
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე ქალაქში, უსახლკარო ოჯახებისათვის მოწყობილი თავშესაფრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ

ამინდი