Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შეთქმულება ბიზნესის წინააღმდეგ – სახელმწიფო ქათმის ხორცის ადგილობრივ წარმოებას კლავს!

თარიღი : 21-02-2018, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ქათმის ხორცის წარმოების ბიზნესი ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.

მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები სახელდება. მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრაა.

2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში, 2012 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებით, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის ჟ ქვეპუნქტში მითითებული დღგ-ის საგადასახადო შეღავათი კვერცხის გარდა, ასევე აღარ გავრცელდა შინაურ ქათამზეც.

ამასთან, ამავე ცვლილებით, კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა ფ ქვეპუნქტი, რომლითაც დღგ-მისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე, გარდა კვერცხისა და შინაური ქათმისა.

გარდა დადგენილი ცვლილებებისა და ქათმის ხორცსა და კვერცხზე დღგ-ის განსაზღვრისა, უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა ცვლილება ფრინველის ხორცის ვეტერინარულ შემოწმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 24 აგვისტოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონით, განისაღზღვრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური. მათ შორისაა, ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება, ე. წ. ფორმა #2-ი. შესაბამისი დოკუმენტის გაცემა კი 1 ფრთა ქათამზე 5 თეთრით განი საზღვრა.

ამ ცვლილებას ადგილობრივი მწარმოებლების აღშფოთება მოჰყვა, რომელთა განცხადებითაც ასეთი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ, ზოგიერთმა კომპანიამ ფასი გაზარდა, ზოგმა პროდუქციის წარმოება შეამცირა, ზოგს კი დროებით წარმოების შეჩერებაც მოუწია, მაგალითად კომპანია “კოდას”.

ასეთი ცვლილებების შემდეგ საინტერესოა, როგორი სიტუაციაა ბაზარზე დღეს. რა პრობლემებს აწყდებიან ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები, რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებენ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მწარმოებლების პროტესტისა კანონმდებლობაში ცვლილება დღემდე არ მომხდარა. ზოგიერთმა კომპანიამ, მაგალითად “კუმისმა” ქათმის ხორცის წარმოება შეწყვიტა და გადაერთო მხოლოდ კვერცხის ბიზნესზე.

კომპანია “ჩირინა”, რომელმაც წარმოება 2013 წელს დაიწყო, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ შესწავლილი ქონდათ ბაზრის კონიუქტურა და სწორედ დღგ-სა და სხვა გადასახადების გათვალისწინებით დაადგინეს პროდუქციის ღირებულება.

“ჩვენ წარმოება დავიწყეთ 2013 წელს, როდესაც უკვე იბეგრებოდა ქათამი და კვერცხი. შესაბამისად, ვიცოდით არსებული სიტუაცია, თუმცა თავიდანვე ვითხოვდით, რომ დღგ მოეხსნათ. ეს მოთხოვნა განპირობებული იყო პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ იმ პროდუქციაზე რომლებსაც დღგ ეკისრებათ, ფასიც მაღალია და, შესაბამისად, მსყიდველობითუნარიანობაც იკლებს”.

კომპანია “ჩირინას” დირექტორის, რევაზ ვაშაკიძის განცხადებით საქართველოში იმაზე ბევრად ნაკლებ ქათმის ხორცს მოიხმარენ, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ქათმის ხორცისა და კვერცხის მოხმარების დონე ნორმაზე ნაკლებია.

“კვერცხი და ქათამი არის ცილოვანი პრდუქტი, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის. ცილის გარეშე შეუძლებელია ადამიანის განვითარება და ჯანმრთებობის შენარჩუნება. საშუალოდ, წლის განმავლობაში 28-32 კილოგრამი ქათმის ხორცი მაინც უნდა მოიხმაროს ადამიანმა, რაზეც ევროპის ქვეყნების სტატისტიკა მეტყველებს. საქართველოში კი ეს წილი დაბალია და დაახლოებით 12 კილოგრამს შეადგენს. ეს სხვაობა პირველ რიგში, ხელმისაწვდომობას შორის სხვაობით არის განპირობებული”, – განაცხადა ვაშაკიძემ.

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და, ზოგადად, მისი პრიორიტეტულობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა, გარკვეულწილად ოქსიმორონიული მიდგომაა, როდესაც სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების განვითარებას აბსოლუტურად გაურკვეველი და არაეფექტური პროგრამების განხორციელებით ცდილობს, ხოლო მეორე მხრივ, იმ სექტორს, რომელიც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე დინამიურად ვითარდება, საგადასახადო წნეხების გამოყენებით პრაქტიკულად კლავს. აქედან გამომდინარე, ცხადია, აღნიშნულ ბაზარზე არსებული საგადასახადო პოლიტიკა საფუძვლიანად გადასააზრებელია.

bfm.ge


ნანახია: 526-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქათმის ხორცის ადგილობრივი მწარმოებლები პროდუქტის გაძვირებას და წარმოების დახურვას პროგნოზირებენ.
დაბალი ფასის გამო, კვების ობიექტები უპირატესობას იმპორტირებულ ხორცს ანიჭებს.
მეფრინველეობის ბიზნესს სახელმწიფო ახალ რეგულაციებს უყენებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში იწარმოა 66,1 ათასი ტონა ხორცი, 2017 წელს კი 59,4 ათასი ტონა.
ამ ეტაპზე საქართველოში 50 000-ზე მეტი სწრაფი კვების ობიექტია და მათ ასი ათასობით მომხმარებელი ჰყავს.
ახალი წლიდან მოყოლებული საქონლის ხორცი დაახლოებით 2-3 ლარით გაძვირდა, ცხვრის ხორცი კი 1,5-2 ლარით.
იმის გამო, რომ კორპუსს სახურავი დამწვარი აქვს, უხვი ნალექის გამო, კორპუსის მაცხოვრებელთა უმრავლესობის სახლებში წყალი ჩავიდა.
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე ქალაქში, უსახლკარო ოჯახებისათვის მოწყობილი თავშესაფრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ

ამინდი