Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მერის პირდაპირი ხედვაა, რომ ქალაქში გარევაჭრობა არ უნდა იყოს,'- რა გეგმა აქვს ქუთაისის მერიას გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით?

თარიღი : 21-02-2018, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელების მიუხედავად, გარემოვაჭრეები ვაჭრობის ტრადიციულ მეთოდებს ისევ მიმართავენ და გარეთ, დახლებზე გამოდიან.

ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი და ტურისტების თავშეყრის ადგილია, სავაჭრო დახლები იკავებს.

გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიიდან გარეთ გადმონაცვლების მიზეზად, ბაზარში მათი პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებლის შემცირებას ასახელებენ. თავის მრივ, გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულები. მოვაჭრეები განმარტავენ, რომ გარევაჭრობა ხელს უშლის მათი პროდუქტის რეალიზებას, რაც გაყიდვებს საგრძნობლად ამცირებს. მოვაჭრეები იმასაც ამბობენ, რომ გარევაჭრობის პრობლემის მოგვარების თხოვნით, ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს.

ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, რა გეგმა აქვს გიორგი ჭიღვარიას გუნდს გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახიას თქმით, მერის პირდაპირი ხედვაა, რომ ქუთაისში გარევაჭრობა არ უნდა იყოს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, როგორც ზვიად ჯავახია ამბობს, მათ ჰქონდათ შეხვედრა ქუთაისში არსებული ბაზრობების დირექციასთან. შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ იმაზე, რომ იმ პირებს, რომელთაც გარემოვაჭრის სტატუსი აქვთ და რომელთაც მერია რეკომენდაციას გაუწევს, ბაზრობებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდით დასაქმების საშუალება მიეცემათ.

"ეს იყო ჩვენი შეთავაზება, რასაც დაეთანხმნენ ბაზრობების ხელმძღვანელები. ჩვენ პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მომუშავე ყველა გარემოვაჭრე გავაფრთხილეთ, რომ გაანთავისუფლონ მათ მიერ უკანონოდ დაკავებული ტერიტორია, მათ ასევე გავაცანით შეთავაზება, თუმცა გარემოვაჭრეები საქმიანობას ისევ აგრძელებენ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას და მიმდინარეობს შსს-ს შესაბამის ორგანოებთან კონსულტაცია. პირველ ეტაპზე გარემოვაჭრეებისგან ქალაქის ცენტრალური ნაწილის გათავისუფლება მოხდება და ამის შემდეგ, პროცესი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე გაგრძელდება," - ამბობს ზვიად ჯავახია.

ნიკოლოზ ბოლქვაძე


ნანახია: 1239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოვაჭრეები ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.
21 აპრილიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ.
გარემოვაჭრეები ქალაქის მერიის შეთავაზების მიღებას და სამუშაოდ ბაზრებში შესვლას არ აპირებენ.
გარევაჭრობის აკრძალვა გარემოვაჭრეთა ნაწილმა დღეს ქუთაისის მერიის შენობის წინ, გზის გადაკეტვით გააპროტესტა.
არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები საქმიანობას მაინც აგრძელებენ.
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი 4 წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს.
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამინდი