Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი გაორმაგებულ ხელფასზე განმარტებას აკეთებს

თარიღი : 19-02-2018, 23:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე პრემიერის ბრძანების საფუძველზე გაზრდილ ხელფასს ეხმაურება.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასს 2 900 ლარს იღებდა და ასევე ამდენივე დანამატს, ახლა კი ხელფასი და დანამატი გაერთიანდა და საერთო ჯამში 5 900 ლარს მიიღებს.

გუბერნატორის თქმით, საერთო ჯამში სამხარეო ადმინისტრაციაში სახელფასო ფონდი შემცირდა.

"ყველა გუბერნატორის ხელფასი გახდა ასეთი, მარტო ჩემი კი არა. ყველა გუბერნატორი ჩევულებრივად იღებდა დანამატს, როგორც იყო და ახლა ამას მიეცა ხელფასის სახე. თანხის მოცულობა არ შეიცვალა, მხოლოდ დანამატი გადავიდა ხელფასში. ჩვენი ბიუჯეტის მთლიანი სახელფასო ფონდი, რომელიც შეადგენდა 500 ათას ლარს, ახლა შემცირდა 8 ათასით ლარით და 492 ათასი ლარია. ეკონომიების ხარჯზე, მათ შორის სპეციალისტების შტატები შემცირდა და მოადგილეებსაც გაეზარდათ, თუმა კორექტირება ხდება თანხების და ყველას სხვადასხვანაირი აქვს ხელფასი. აქამდე ჩემი ხელფასი იყო 2 900 და დანამატი ამდენივე, ახლა კი ამან ერთიანი სახე მიიღო და მთლიანობაში 5900 შეადგენს ჩემი ხელფასი,"- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.


ნანახია: 1668-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის შტატით გათვალისწინებული 31 და შტატგარეშე 5 ადამიანია დასაქმებული.
გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 29 იანვარს მიიღო.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო
ქუთაისის მერის მოადგილეებს ნოდარ მიქიაშვილსა და კონსტანტინე ქავთარაძეს 6 თვეში 34 860 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვთ აღებული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ქუთაისის საკრებულოს მიერ თავმჯდომარისათვის ახალი მანქანის შესაძენად ტენდერის გამოცხადების
რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში.

ამინდი