Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფო მავნე სათამაშოების პრობლემაზე დუმილს განაგრძობს - როგორ დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება?

თარიღი : 19-02-2018, 10:34 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ჩვენთან არავინ ამოწმებს სათამაშოების ხარისხს, არც ნორმები გვაქვს შემუშავებული იმისთვის რომ სათამაშო ჩაითვალოს უსაფრთხოდ ან პირიქით,-ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „სანაია კომერსანტზე“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.

„ჩვენთან არავინ ამოწმებს სათამაშოების ხარისხს, არც ნორმები გვაქვს შემუშავებული იმისთის რომ სათამაშო ჩაითვალოს უსაფრთხოდ ან პირიქით. შესაბამისად ჩვენ არ ვიცით რამდენად მავნე სათამაშოებს მოიხმარენ ჩვენი შვილები და რომც მოვინდომოთ ამის გარკვევა რიგით მოქალაქეებს, ძალიან გაგვიჭირდება“,-განაცხადა კობალაძემ.

მისივე თქმით, მთვარობების პოლიტიკიდან გამომდინარე სათამაშოების ბაზარი მაკონტროლებელი ორგანოს გარეშე დარჩა.

„ჯერ კიდევ წინა მთვარობის დროს იყო მიდგომა, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ყველაფერს. მთავარი ამოცანა იყო კორიუფციასთან ბრძოლა და ეს გაამრთლებული იყო, მაგრამ ამ ეგიდით მოხდა არასწორი პოლიტიკის წარმოება მაკონტროლებელი ორგანოების მიმართ, რომლებიც საერთოდ გაუქმდა. ბაზარი დარჩა თვითდინებაზე მიშვებული. სამწუხაროდ ეს პოლიტიკა ახლაც გრძელდება ბევრი მიმართულებით“,-განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

მისივე განმარტებით, წინა წელს ჩატარებული კვლევის შედეგებზე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

„ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა საქართველოში არსებულ სათამაშოებზე, რომლებიც გავგზავნეთ გერმანიაში 44 სათანაშოდან 21 აღმოჩნდა მავნე. ამის შესახებ რა თქმა უნდა, შევატყობინეთ საჯარო უწყებებს, საქმეში ჩაერთო სახალხო დაცველიც და გასცა რეკომენდაცია, რომ რაც შეიძლება სწარაფად მომხდარიყო რეაგირება, მაგრამ სამწუხაროდ ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ეს სათამაშოები არც ამოუღიათ და არც რეკომენდაცია გაცემულა, რომ ემოეღოთ გაყიდვიდან. თუმცა 2019 წლიდან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ შევიმუშავოთ ნორმატიული ბაზა და ამის შემდეგ იმედია, დაიწყება კონტროლი“,-ამბობს კობალაძე.

მისივე განმარტებით, ამ სფეროში სახელმწიფომ კონტოლის მექანიზმი აუცილებლად უნდა დანერგოს.

„თანამედროვე სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია გარკვეული კონტროლი. როგორც პოლიციაა აუცილებელი, ისეთივე აუცილებელია პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი. მოდელი დაახლოებით ერთი და იგივეა ყველგან. უნდა დაწესდეს გარკვეული ნორმები, შეიქმნას მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც განახორციელებს ქმედით კონტროლს და ექნება სანქციების დაწესების უფლება“,-აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ.

commersant.ge



ნანახია: 377-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის კანონმდებლობის პირველად ვერსიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
სათამაშოები, რომლებიც ევროკავშირმა სახიფათოდ მიიჩნია.
მისივე განცხადებით, მოზარდისთვის ონლაინ სივრცისგან მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს მორალური და სოციალური განვითარების შეფერხება ან
თამარ სანიკიძე - ერაყელ სტუდენტებს რიგითი ბინადრობის მოწმობის აღების დროს გარკვეული ხარვეზები დაუფიქსირდათ
მშენებლობის პროცესში უბედური შემთხვევები ძირითადად იმიტომ ხდება, რომ დამსაქმებელი კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს,
პარტია 'თავისუფალი დემოკრტები' რეორგანიზაციასა და განახლებას იწყებს, - ამის შესახებ 'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ირაკლი
იმის გამო, რომ კორპუსს სახურავი დამწვარი აქვს, უხვი ნალექის გამო, კორპუსის მაცხოვრებელთა უმრავლესობის სახლებში წყალი ჩავიდა.
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე ქალაქში, უსახლკარო ოჯახებისათვის მოწყობილი თავშესაფრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ

ამინდი