Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში აქცია- "გაუკეთე სიკეთე პლანეტას" გაიმართა

თარიღი : 17-02-2018, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, eco   
topnews.com.ge
RICDOG-მა აქციის "გაუკეთე სიკეთე პლანეტას" ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით გაუგზავნა. წერილების გაგზავნის მთავარი მიზანი არის ორგანიზაციამ კლიმატური ცვილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი, ხედვა გაუზიაროს საქართველოს მასშტაბით ცნობად ადამიანებს. მათ შორის ვინც წერილს მიიღებს არის: გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი ჭიღვარია, მაკა ჩიჩუა, გურამ შეროზია, დავით ლიკლიკაძე, ნატალი პატარიძე, ქეთი ბერძენიშვილი და ა.შ.

"აქტივობების ციკლი დღევანდელი აქციით გავხსენით. თითოეული წერილი ადრესატზე მორგებული კონკრეტული რჩევის მატარებელია. რჩევები კი, რა თქმა უნდა, მოიცავს ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას მათი სამუშაო არეალიდან გამომდინარე. სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღეს, რისთვისაც ყველაზე დიდი სიკეთე შეიძლება გაგვეკეთებია არის პლანეტა. მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ და ერთად ვიზრუნოთ მის დაცვაზე," - ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.
http://www.picz.ge/img/s4/1802/17/3/3a7b6ae04172.jpg
წერილების გაგზავნის გარდა RICDOG-მა ტრადიციულად მსვლელობა ე.წ. "სიკეთის ქარავანი" მოაწყო. მსვლელეობის დროს აქციის მონაწილეები გამვლელებს სიმბოლურად ურიგებდნე ტკბილეულობას, რომელზეც შებმული იყო სურვილები, სხვადასხვა მესიჯები, მოწოდებით გავუფრთხილდეთ პლანეტას.

აქცია "გაუკეთე სიკეთე პლანეტას" - RICDOG-ის პროექტის "Charging Eco Space"-ის ფარგლებში იმართება. პროექტის ფარგლებში აღნიშნული აქტივობის გარდა დაგეგმილია კიდევ 2 აქტივობა. თითოეული აქტივობის მიზანია ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების გაზრდა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე.
http://www.picz.ge/img/s4/1802/17/1/1450f2bb7da0.jpg
პროექტი "Сharging Eco Space" ქუთაისში სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგი’’-ის მიერ 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 6 თვიანია.

17 თებერვალი სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღე არის. RICDOG-ი მე-7 წელია "სიკეთის ეპიდემიის" სახით უერთდება აღნიშნულ დღეს.


ნანახია: 962-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლიმატის წვეულების მიზანი იყო მასში ჩართულ პირებს ყურადღება კლიმატის ცვლილებებზე გაემახვილებინათ.
პროექტის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი 'თაობათა დიალოგია' (RICDOG).
ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ერთის მხრივ გამოიმუშავოს ენერგია და მეორეს მხრივ დამუხტოს ანდროიდის სისტემის
შეხვედრაზე, რომელსაც 30-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, განხილული იყო ქუთაისის წინაშე მდგარი ეკოლოგიური გამოწვევები, საფრთხეები და
„პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4
17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამინდი