Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რისი გაკეთება მოასწრო 'ქართულმა ოცნებამ' ქუთაისში არჩევნებიდან 100 დღეში?

თარიღი : 16-02-2018, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ საქმიანობა შეაფასა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, მოკლე ხანში, „ქართულმა ოცნებამ“ მოასწრო ხელფასების და ბიუროკრატიის ზრდა და ამის შედეგად, 4 წლის განმავლობაში ქუთაისელებს თვითმმართველობის შენახვა 1 888 000 ლარით მეტი დაუჯდება, რაც როგორც პარტიაში განმარტავენ, საკმარისი იქნებოდა 4 ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. (გაზრდილი ხელფასები – 328 000 ლარი, 4 წელიწადში – 1 312 000 ლარი. საკრებულოში ხელოვნურად შექმნილი 3 ფრაქციის შენახვა – 144 000 ლარი, 4 წელიწადში – 576 000 ლარი).

„არჩევნებიდან 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებისგან განსხვავებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავს ვალდებულად თვლის, რომ ანგარიში ჩავაბაროთ ქუთაისლებს.

სამწუხაროდ ამ მოკლე ხანში „ქართულმა ოცნებამ“ მოასწრო:
1. ხელფასების და ბიუროკრატიის ზრდა და ამის შედეგად ქართული ოცნების 4 წლის განმავლობაში ქუთაისლებს თვითმმართველობის შენახვა 1 888 000 ლარით მეტი დაუჯდება, რაც საკმარისი იქნებოდა 4 ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. (გაზრდილი ხელფასები – 328 000 ლარი, 4 წელიწადში – 1 312 000 ლარი. საკრებულოში ხელოვნურად შექმნილი 3 ფრაქციის შენახვა – 144 000 ლარი, 4 წელიწადში – 576 000 ლარი)
2. დეკემბრის თვეში გაეცა 55 000 ლარის პრემია, რაც საკმარისი იქნებოდა, რომ იმ ქუთაისლებისათვის, ვინც გადაუხდელობის გამო უშუქოდ შეხვდა ახალ წელს, კომუნალური ვაუჩერი გადაცემოდათ და 21–ე საუკუნეში ადამიანური პირობები შეგვექმნა.
3. უდიდესი კულტურული ტრადიციების ქალაქში გაეუქმებინა კულტურის სამსახური.

აქვე გვინდა, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ ფრაქციის მიერ შეთავაზებულ იქნა შემდეგი ინიციატივები:

1. 100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის.
2. მედიკამენტების 50 ლარიანი ვაუჩერი პენსიონერისათვის.
3. 50 000 ლარი ყველა სკოლას, უსაფრთხოების კამერების შესაძენად და სხვა საჭიროებებისთვის.
4. 400 ლარიანი ვაუჩერის ყველა ახალშობილს.
5. წარმატებული სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა.
6. პარკირების გადასახადის განახევრება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფრაქცია მხოლოდ 4 წევრისგან შედგება და მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი თანაქალაქელების ინტერესები, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ მან საკრებულოს სხდომების გარეთ უნდა გადაინაცვლოს, სადაც მოსახლეობის აქტიურობის და ჩართულობის იმედი გვაქვს. ყველამ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენს ქალაქს საბოლოოდ არ დაეკარგოს განვითარების შანსი,“ - აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია.


ნანახია: 476-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' ქუთაისის ახალ მერს გიორგი ჭიღვარიას რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს.
ფრაქციის ხელმძღვანელი გიგა შუშანია ამბობს, რომ სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენის მიზეზად საკრებულოში მათ ის მიზეზი დაუსახელეს, რომ
20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.
აუდიტის სამსახური საარჩევნო პერიოდში პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების ხარჯის სტატისტიკას ავრცელებს.
ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია "ნაციონალური
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ
რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში.

ამინდი