Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით მემუქრებიან,'- ქუთაისში, საჯარო სკოლის პედაგოგს კოლეგები 'ჩაგრავენ'

თარიღი : 14-02-2018, 17:06 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის #38-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლალი მილორავამ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ შესაძლოა სასამართლოს სარჩელით მიმართოს. მილორავას პედაგოგად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ სკოლიდან მისი გაშვება სურთ, რისთვისაც მოსწავლეებს დირექტორის სახელზე განცხადება დააწერინეს. მისივე თქმით, მასთან ურთიერტობას დირექტორის შიშით კოლეგებიც გაურბიან.

„სტრესულ გარემოში მიწევს მუშაობა. მე-11 კლასის მოსწავლეები გამოიყენეს და ათქმევინეს, რომ არ სურდათ მათ ჯგუფში შევსულიყავი. მოსწავლეთა ნაწილი ამბობს, რომ მათ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ, ხელმოწერები გააყალბეს. ჩემს პროფესიონალიზმზე პრეტენზია არ აქვთ. ვერ გავიგე რა უნდათ ჩემგან და რატომ არ უნდა ვიყო ამ სკოლაში. ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით მემუქრებიან. ავიყვანე ადვოკატი და ვაპირებ ჩემი სიმართლის დაცვას,“ - ამბობს პედაგოგი.

პედაგოგის ინტერესებს იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი ლევან ჭელიძე იცავს. ჭელიძე ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგის მიმართ დავის არსს ვერ ასახელებს. ადვოკატი სკოლისგან მოსწავლეთა სახელით დირექციაში შესული განცხადებების ავთენტურობის შესწავლასაც ითხოვს. ლევან ჭელიძის თქმით, მათთვის ცნობილია, რომ განცხადებაზე ხელმოწერების ნაწილი გაყალბებულია.

რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციის პოზიციას, სკოლის დირექტორი მოუცლელობის მიზეზით, მედიასთან არ საუბრობს.


ნანახია: 6374-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლიდან ის დოკუმენტი გაქრა, რომლის კანონიერებას პროკურატურა იკვლევდა.
სკოლიდან ის დოკუმენტი დაიკარგა, რომლის საფუძველზეც პედაგოგს საყვედური გამოეცხადა.
გათავისუფლებული პედაგოგის უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ამბობს, რომ საქმე უკვე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა ცემის
ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო იმედაძე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვლადიმერ გედენიძეს სამსახურიდან
ქუთაისის #15 საჯარო სკოლის პედაგოგი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უპირისპირდება.სერთიფიცირებული პედაგოგის მარინა მიქაბერიძის
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ გიორგი ფერაძის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რას მის ტელეფონზე განხორციელებულ სატალეფონო ზარს
თუ დასაქმებული ფიქრობს, რომ მისი ხელძღვანელი მას ავიწროებს, ავალებს ისეთ საქმეს, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას არ გააჩნია, ან კიდევ ხელმძღვანელი

ამინდი