Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაწესებულება, სადაც 1 100 ბავშვი სწავლობს, მოსწავლეებისათვის საშიშია

თარიღი : 14-02-2018, 00:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, რომელიც დაახლოებით 1 100 მოსწავლეს ემსახურება, ფუნქციონირება ავარიულ შენობაში უწევს. აღნიშნული მიზეზით გამოუყენებელია სამსართულიანი შენობის პირველი სართული, ჩავარდნის პირას არის იატაკი, ხოლო დაზიანებული იატაკიდან შენობაში მღრღნელები და ქვეწარმავლები ამოდიან. შენობაში ასევე მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობის სისტემა, კედლებიდან კი ბათქაში ცვივა.

„საველე პირობებში გვიწევს მუშაობა. იმის გამო, რომ პირველ სართულს ვერ ვიყენებთ და ავარიულობის გამო ოთახების უმრავლესობა დაკეტილია, 1 100 ბავშვის მიღება რამდენიმე ოთახში გვიწევს. წლებია მიდის საუბარი სასახლისათვის ახალი შენობის გადაცემაზე. ყოველ წუთს არის იმის შიში, რომ რაიმე არ მოხდეს, რადგან ავარიულ შენობაში გაუმართავია ელექტროგაყვანილობის სისტემა. კულტურის ააიპის ახალი მმართველი გაეცნო ჩვენს მდგომარეობას და იმედი გვაქვს, რომ შეძლებენ სასახლისათვის ალტერნატიული ფართის მოძიებას,“ - ამბობს მარინა მარჯანიშვილი.

საგანმნათლებლო დაწესებულება შენობის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სასახლეს შენობა ქუთაისში იუსტიციის სახლის ასაშენენებლად ჩამოერთვა. სასახლეში დღეს არსებულ პირობებს იწუნებენ მოსწავლეთა მშობლებიც.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პრობლემას იცნობს ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ახალი მმართველი. რეზო თედორაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, ხოლო ვარიანტების შეჯერების შემდეგ, გადაწყვეტილება ქალაქის მერმა უნდა მიიღოს. ერთ-ერთ ვარიანტად კი სადგურის მოედანზე, პროკურატურის ყოფილი შენობა განიხილება.


ნანახია: 845-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის გაკეთებულ ახალ შენობას ადგილობრივ
კონფერენციაში დაახლოებით 300-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ქუთაისში შერჩეული ნამუშევრები თბილისში, ეროვნულ კონფერენციაზე
ყველა წრე, რომელიც სასახლეში ფუნქციონირებს, უფასოა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის გამგებელი გამგეობის ავარიული შენობის რეაბილიტაციას ითხოვს.
ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც 140 წელს ითვლის, ავარიულია.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი