Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ენერგოშემნახველი აპარატით აღჭურვილი ველოსიპედები დაიდგმება

თარიღი : 12-02-2018, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, eco   
RICDOG-ი 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით, ქუთაისში იწყებს პროექტს სახელწოდებით "Сharging Eco Space".

პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ სკვერში, დამონტაჟდება სპეციალური ველოსიპედები, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს. ველოსიპედების მშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ერთის მხრივ გამოიმუშავოს ენერგია და მეორეს მხრივ დატენოს ნებისმიერი ტექნიკური ნივთი.

აგრეთვე, პროექტის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

"ამ ეტაპზე ვარჩევთ სკვერს, სადაც დავამონტაჟებთ ველოსიპედებს სპეციალური ენერგოშემნახველი აპარატით. ჯამში 3 ველოსიპედის დადგმა იგეგმება. აქედან 2 დამონტაჟდება სკვერში და 1 უშუალოდ ორგანიზაციაში, რადგან ჩვენთან კვირის მანძილზე 150-მდე ადამიანი მოდის. პროგრამის ფარგლებში ჩავატარებთ სამ აქტივობას: აქცია- „გაუკეთე სიკეთე პლანეტას“; დისკუსია "მწვანე ქალაქის" განვითარებაზე და შეხვედრა „კლიმატური წვეულების“ ფორმატში. პროექტით გვინდა მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები და დაფიქრდნენ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე," - ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.

მარუქაშვილის თქმით, პროექტის მიზანია შექმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

პროექტი 6 თვიანია. ამ დროის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები ალტერნატიული ენერგოსაშუალებების პოპულარიზაციისა და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.


ნანახია: 495-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლიმატის წვეულების მიზანი იყო მასში ჩართულ პირებს ყურადღება კლიმატის ცვლილებებზე გაემახვილებინათ.
RICDOG-მა აქციის 'გაუკეთე სიკეთე პლანეტას' ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით
წვეულების განმავლობაში იქნება სხვადასხვა სახის აქტივობები, ბევრი გართობა, ალკოჰოლი.
„პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4
RICDOG-ი მცირე ბიზნესითა და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროექტს იწყებს.
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" ახალი გენერალური მდივანი აირჩია. დღეს ეკატერინე მარუქაშვილი აღნიშნულ
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ზესტაფონის საკრებულოს წევრი 'პატრიოტთა ალიანსი'-დან გიგა გაბრიჭიძე ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
'ევროპული საქართველო'-ს ინფორმაციით, კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანსა და ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა
2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად.

ამინდი