Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია

თარიღი : 11-02-2018, 16:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია.

ამის შესახებ სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში" აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, მენტორის სტატუსის მქონე 9 მასწავლებლიდან, რომელთა კვალიფიკაციაც უმაღლეს კატეგორიად ფასდება, 2 კერძო სკოლაში, 7 კი საჯარო სკოლაში ასწავლის.

რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, განსაზღვრულია ჯამში 4 კატეგორია, საიდანაც მეორე კატეგორიის – ე.წ. წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლია 231 (საჯარო სკოლებში ასწავლის – 153, კერძო სკოლებში – 78), მესამე კატეგორიის – ე.წ. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელია 17 179 (საჯარო სკოლებში – 16914, კერძო სკოლებში- 265), ხოლო მეოთხე კატეგორია – ე.წ. პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლი, რაც ყველაზე დაბალ საფეხურად ითვლება, 44 611 პედაგოგს მოიცავს (საჯარო სკოლებში- 40582, კერძო სკოლებში- 4029).

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 67 342 მასწავლებლიდან საჯარო სკოლებში 59 093, ხოლო კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – 8249 მასწავლებელი მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მუშაობს როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში.

რაც შეეხება მასწავლებელთა ანაზღაურებას, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ “ინტერპრესნიუსს” მხოლოდ დანამატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათი ცნობით, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში არანაკლებ 320 ლარის ოდენობით განისაზღვრება, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში არანაკლებ 700 ლარის ოდენობით, (2018 წლიდან 01 თებერვლიდან), ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს არანაკლებ 1000 ლარს.

ipn.ge


ნანახია: 456-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი განახლდა.
პროექტი 38 საჯარო და 8 კერძო სასწავლო დაწესებულებაში განხორციელდება.
სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება 38 საჯარო და 11 კერძო სკოლის 13000-მდე მოსწავლეს.
სამედიცინო აქცია 38 საჯარო და 8 კერძო სკოლაში მიმდინარეობს.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ძლიერმა სკოლამ ქუთაისის საჯარო სკოლებში პრობლემები შექმნა.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის შტატით გათვალისწინებული 31 და შტატგარეშე 5 ადამიანია დასაქმებული.

ამინდი