Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა

თარიღი : 10-02-2018, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ქუთაისში, "აია არენაზე" რაგბში ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა. ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.

მე-9 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, შეხვედრაში პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ დადო, ბექა წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

მე-15 წუთზე შალვა მამუკაშვილმაც შეძლო ლელოს დადება, წიკლაური კი გარდასახვის დროს კვლავ ზუსტი იყო და ანგარიში 14:0 გახდა.

25-ე წუთზე ლელოთი თავი ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინა, წიკლაური გარდასახვა და ბელგიას ანგარიში 21:0
გაუხადეთ. მატჩის მიწურულ კი თავად წიკლაურმა შეძლო ლელოს დადება და გარდასახა კიდეც. საბოლოოდ საქართველომ პირველი ტაიმი 28:0 მოიგო.

55-ე წუთზე გიორგი ფრუიძემ დადო ლელო. სამწუხაროდ წიკლაურმა ბურთი ვერ გარდასახა. 67-ე წუთზე უპირატესბა 38 ქულამდე სანდრო თოდუამ გაზარდა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით ანგარიში 40:0 გახადა.

77-ე წუთზე სადებიუტო ლელო ნაკრებში ანზორ სიჭინავამ დადო. წიკლაურმა კი ამეჯრადაც ზუსტად შეასრულა გარდასახვა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რაგბში ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს, საქართველოს დროით 17:30 საათზე გამართავენ.

sportall.ge


ნანახია: 338-ჯერ

მსგავსი სიახლეები
12-წლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისში სანაკრებო მატჩი ბრუნდება.
პირველი ტაიმი ფრედ, ნულით-ნული დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში 67-ე წუთზე "ტორპედოს" ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ მეტოქის კარში
"ტორპედო" 8 ქულით მეათე პოზიციას იკავებს ცხრილიში.
პირველი გოლი სტუმართა კარში ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა. მეორე გოლი კი 88-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ გაიატანა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრებს სძლია. ადამ ოქრუაშვილმა ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის შტატით გათვალისწინებული 31 და შტატგარეშე 5 ადამიანია დასაქმებული.

ამინდი