ქუთაისის მერიის ახალი ააიპის მმართველად კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი დაინიშნა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის ახალი ააიპის მმართველად კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი დაინიშნა

თარიღი : 9-02-2018, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულმა ახალმა ააიპმა "ქუთგანათების სერვისმა" ფუნქციონირება დაიწყო. ააიპი ამ ეტაპზე ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. ორგანიზაციას მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი მალხაზ ბასილაძე ხელმძღვანელობს. ააიპის მოვალეობას ქუთაისში გარე განათებისა და შუქნიშნების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ააიპს მოგვიანებით ნიკეას ქუჩაზე მდებარე, მერიის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი საწყობის შენობა გადაეცემა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ა(ა)იპის დაფინანსება 3 463 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 1 763 000 ლარი დაიხარჯება მოხმარებული ელ ენერგიის ხარჯის დასაფარად. როგორც მერიაში განმარტავენ, ძველ დაფინანსებასთან შედარებით აღნიშნული ეკონომია წარმოიქმნება ახალი LED ტიპის 90 ვ სანათების ჩანაცვლებით.

"ქუთგანათების სერვისი"-ს სპეც ინვენტარი, მომსახურების და არაფინანსური აქტივების ხარჯი შეადგენს 1 700 000 ლარს რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ხელფასები ასევე ახალი ტექნიკის შეძენა, პირველი წლის პერიოდში. შესაბამისად მომდევნო წლის ბიუჯეტში ტექნიკის შესაძენად თანხები აღარ გაიწერება რაც ასევე ეკონომიას ქმნის," - აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 1276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ახალი ააიპის შექმნის მიზეზებს განმარტავს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი იხარჯება.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
"ქუთაისის მერიაში იმდენი ახალი ადამიანი მიიღეს, მგონი სკამები აღარ ჰყოფნით და სამსახურში მორიგეობით დადიან," - ამის შესახებ
ა(ა)იპ 'ქუთგანათების სერვისმა' ქუთაისში, ნიკეა-ლომოურის კვეთაზე არსებული ძველი ტიპის შუქნიშნის დიოდური ნათურით ჩანაცვლების
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს

ამინდი