Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ასეთი დედა დღეს ამბობს, რომ მსხვერპლია' - რას ყვება კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული?

თარიღი : 9-02-2018, 15:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
22 წლის დეა გოშხეთელიანმა ყოფილი მეუღლე გრიგოლ (გიგა) ბაკურაძე ფიზიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბაკურაძე თავს 2018 წლის 3 იანვარს დაესხა და მსა და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა.

ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 იანვარს 3000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაუუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მას პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ბაკურაძე 5 თებერვლიდან შიმშილობს. იგი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილს სახელისა და რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და თვლის, რომ მისი მისამართით გამოთქმული ცრუ ბრალდებების გამო თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე:
- 5 თებერვილიდან შიმშილობა დავიწყე და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ბოლო დროს დაწყებული კამპანიის მერე ისე გამოდის, რომ ყველა შემთხვევაში ქალია მსხვერპლი და არავინ არ ფიქრობს, იმაზე, რომ შეიძლება მამაკაცი იყო თავად მსხვერპლი პროვოკაციის. ამის ნათელი მაგალითია ჩემი საქმე. ამ დრომდე ციხეში ვარ გამოკეტილი და ვერ ვამტკიცებ ჩემს სიმართლეს.

8 თვეა მეუღლესთან გაშორებული ვარ, რადგან მისი ცხოვრების წესი მიუღებელი იყო ჩემთვის. ფაქტს დიდხანს ვმალავდი, რადგან არ მინდოდა ამის გახმაურება. ქალი არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდა, იყო მარიხუანის მომხმარებელი, მაქვს კომპრომატები თუ რატომ გავუშვი სახლიდან. როგორ გამეჩერებინა ჩემს შვილთან მარიხუანით გაბრუებული ქალი?! თავიდან მივეცი შანსი გამოსწორებულიყო, მაგრამ სამსახურიდან დაბრუნებულს ის და მისი მეგობარი გოგო სახლში ისევ "კაიფში" დამხვდა.
მერე იყო სასამართლო პროცესი შვილის მეურვეობაზე, პროცესი რომ დაჩქარებულიყო, მორიგება გავაფორმეთ. დედას კვირაში მხოლოდ ორი დღე დაეკისრა შვილის წაყვანა, დანარჩენი 5 დღე ბავშვი ჩემთან იყო, თუმცა ჩემი ინიციატივით, ყოფილ ცოლს მიეცა უფლება ბავშვს თვეში ერთი შაბათ-კვირა მასთან გაეტარებნა, თუმცა მას ეს უფლება ერთხელაც არ გამოუყენებია. ასეთი დედა დღეს ამბობს, რომ მსხვერპლია. მე იმას განვიცდი, რომ ციხეში ვარ გამოკეტილი და შვილის ნახვის უფლება წამართვეს უსამართლოდ. ცილისმწამებლური განცხადებებით კი ჩემი და ჩემი შვილის ღირსება და რეპუტაცია ილახება.

- რატომ თვლით, რომ თქვენი უფლებები ილახება?

- ჩემს ინტერესებს ვერ ვიცავ. ვუშაობ რესპუბლიკური სავადმყოფოს შესყიდვების სამსახურის უფროსად და ასევე მაქვს ჩემი პატარა ბიზნესები. მთელი ცხოვრება ვცდილობდი წესიერი ცხოვრებით მეცხოვრა და ერთი თვეა ყველა, ვისაც არ დაეზარა, ტალახს მესვრის. ჩემი ადამიანური ღირსება და კონსტიტუციური უფლებები შეილახა იმით, მოძალადეს მიწოდებენ. მე ვარ პროვოკაციის, შანტაჟის მსხვერპლი. არავინ მისმენს, რადგან ჰგონიათ, რომ ქალია ყოველთვის მართალია. ახლა ციხიდან ვცდილობ ჩემი სიმართლის დამტკიცებას და ამ მდგომარეობას ვერ შევეგუები. არ შეიძლება ასე ხელაღებით დაადანაშაულო ადამიანი და მას მოძალადე უწოდო. მოსამართლემაც ზეგავლენით მიიღო ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილება, რადგან მედიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ყველამ თითო ტალახი მესროლა, ყველამ დაარღვია ჩემი კონსტიტუციური უფლება, შელახა არამარტო ჩემი, ჩემი ოჯახის ღირსება და ააგორეს ბინძური კამპანია.

- თეა წულუკიანს რაში ადანაშაულებთ?
- იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი მოაწყო და თქვა, რომ რომ მე ვარ მოძალადე და პირდაპირ სასამართლოზე მოახდინა ზეწოლა. მოუწოდა მოსამართლეს დავეპატიმრებინე და ასეც მოხდა. არადა, თავიდანვე ვთანამშრომლობდი გამოძიებასთან, როგორც კი საქმე აღიძრა, ჩემი ხელით ჩავაბარე სანადირო თოფი, რომელიც რეგისტრირებული მქონდა. რაც ხდება ეს არის მიზანმიმართული კამპანია, სახელმწიფოს არასწორი მიდგომის გამო, რომ ქალი არის ყოველთვის მსხვერპლი და ამას იძახიან ისე, რომ არ ადგენენ რეალობას. მე მაქვს მიმოწერები, რითაც დავადასტურებ როგორი საშინელი სიტყვებით მომმართავდა ჩემი მეუღლე და როგორ გამომიწვია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ადრე არ ავყევი პროვიკაციებს... ძალიან ვნანობ, რომ საბოლოოდ მაინც მოახერხა ჩემი პროვოცირება. მან გამომიწვია თავისი შეურაცხმყოფელი მესიჯებით, ასევე მისი დაქალის ქმარი საშინელი სიტყვებით მომიხსენიებდა. ამის გასარკვევად მივედი და... ვშიმშილობ და ვითხოვ იუსტიციის მინისტრმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ცრუ ბრალდებებისთვის. ასევე ვითხოვ სახალხო დამცველი შემოვიდეს ციხეში და პირადად გამესაუბროს. თუ ბოდიშს არ მოიხდის თეა წულუკიანი, მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ, რადგან მან და შს მინისტრის მოადგილემ დამწამეს ცილი და გამომაცხადეს დამნაშავედ, ისე რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს.

ბრალდებულის ადვოკატი ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ მისი დასაცავი შეურაცხყოფილია და შეიძლება თვითმკვლელობამდე მივიდეს.
"ამბობს, თავს მოვიკლავ თუ ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცეო. ახალგაზრდა კაცი განადგურებულია. ჩვენ გვაქვს ბევრი მტკიცებულება და დავამტკიცებთ რა მოხდა რეალურად. მისი ყოფილი მეუღლე მამამთილის საქმიან რეპუტაციასაც ლახავს და ცრუ ბრალდებები ისმის, ამაზე გაჩუმება არ შეიძლება. უდანაშაულობის პრეზუმბცია არ უნდა დაირღვას. ბაკურაძე შიმშილობს ერთადერთი მოთხოვნით, რომ მისი შელახული უფლებები აღდგეს".

ბაკურაძეების ინტერესს კიდევ ერთი ადვოკატი იცავს. რობიზონ ხურცილავა ოჯახს სამოქალაქო წესით უფლებების დაცვაში დაეხმარება. მამის დაკავების შემდეგ პატარა დედამ დეა გოშხეთელიანმა წაიყვანა და ბებია და ბაბუა ითხოვს შვილიშვილის ნახვის უფლებას. როგორც ჩანს, სასამართლოებშიც სხვადასხვა კუთხით არაერთი საქმე შედის:

"გოშხეთელიანის მიმართ დავას მისი ყოფილი დედამთილი ნინო მსხილაძე და მამამთილი გოჩა ბაკურაძე იწყებენ, კერძოდ, ითხოვენ შვილიშვილთან ურთიერთობის განსაზღვრას. როგორც გოჩა ბაკურაძე და ნინო მსხილაძე აღნიშნავენ, ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრასთან დაკავშირებით დავა მათ შვილს, გრიგოლ ბაკურაძესა და მოპასუხე მაგდალინა გოშხეთელიანს შორის განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადაც მაგდალინა გოშხეთელიანის ინტერესებს ადვოკატი იცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა გრიგოლ ბაკურაძეს და მაგდალინა გოშხეთელიანს შორის მორიგება და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა არა დედის, არამედ მამის საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნულზე სურვილი თავად გოშხეთელიანის მხარემ სასამართლო პროცესზე ხელმოწერით გამოხატა, ამასთან მორიგების აქტით გოშხეთელიანთან ბავშვი იქნებოდა მხოლოდ 2 ღამე და დანარჩენი დღეები მამასთან, რაც შეეხება ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებს, არდადეგების პერიოდში ბავშვი მხოლოდ ერთი კვირით იქნებოდა დედასთან, დანარჩენი დრო მამასთან, სხვა რაიმე დამატებითი დრო მორიგების აქტით ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მაგდალინა გოშხეთელიანს არ მოუთხოვია. გრიგოლ ბაკურაძის დაკავების შემდეგ გოშხეთელიანმა წაიყვანა ბავშვი და ბებიას და ბაბუას არ აძლევს მასთან ურთიერთობის საშუალებას, მაშინ როცა ბავშვის გრიგოლ ბაკურაძესთან ყოფნის დროს სწორედ ბებია და ბაბუა ზრუნავდა მამასთან ერთად შვილიშვილზე და მონაწილეობას ღებულობდნენ მის აღზრდაში. ამჟამად მათთვის უპირატესობა შვილიშვილის ინტერესების დაცვას აქვს".

ბუნებრივია ჩვენ დავუკავშირდით დეა გოშხეთელიანსაც:
- დამთრგუნველია ჩემთვის ცხოვრების ის 694 დღე, რომელიც ბაკურაძეების რძლის სტატუსის ქვეშ გავატარე... ამ დღეებმა მე მორალურად და ფიზიკურად, კარიერულად და ყველანაირად ძალიან დამხია უკან, როგორც ქალი, დედა, შვილი, როგორც ახალგაზრდა, ადამიანი. მე ვარ ქალი და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, რომელიც იბრძვის და იბრძოლებს საკუთარი და დისკრიმკნაციის მსხვერპლი ყველა სხვა ადამიანის უფლებებისთვის და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე ეგონათ და ჰგონიათ. ამ ძალას სწორედ ჩემი შვილის დედობა მაძლევს. ბაკურაძემ პასუხი უნდა აგოს. ფიზიკურ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა "ფეისბუკით" და მეც იგივეთი ვუპასუხე. სიტყვიერი კამათი გამძაფრდა და მითხრა, რომ სიურპრიზს მიმზადებდა. შევშინდი და გადავწვიტე მეგობართან წავსულიყავი. ყოფილი ქმარი გავაფრთხილე სახლში არ გაებედა მოსვლა, თორემ პოლიციას გამოვიძახებდი და ციხითაც დავემუქრე. ჩემს არასრულწლოვან დას და შვილს ჩავაცვი, გავდიოდი სახლიდან ამ დროს მამაჩემი შემოვიდა, სახლის კარი არ იყო დაკეტილი და უცებ შემოვარდა ჩემი მეუღლე და როგორც კი შემოვიდა მუშტი დამარტყა. მამა უთხრა, რას აკეთებო და მამასაც დაარტყა. ბოქსიორია და კარგად იცის სად უნდა დაარტყას ადმიანს, მამამ გონი დაკარა, დააგდო დივანზე და ურტყამდა, ამ დროს მგონი ყურებთან მოვკაწრე. ჩემს ყვირილზე შემოვიდა ჩემი მეგობარი, რომელიც მას ჰყავდა თურმე დაბარებული სალაპარაკოდ. ის გაიყვანეს და გადავკეტე კარი, გამოვიძახე პოლიცია.

- ამბობს, რომ შეურაცმყოფელ მესიჯებს უგზავნიდით, მიზანმიმართულად აღიზიანებდით, მართალია?

- 8 თვეა დაშორებული ვართ და გამუდმებით მაყენებდა შეურაცხყოფას. მეც შევუტიე, თავი არ დამიხრია. დიახ, ვაყენებდი შეურაცხყოფას.

- ამბობს იმასაც, რომ თქვენი დაქალის მეუღლეც შეურაცხყოფდა მას და ეს მესიჯებიც გაუგზავნეთ...
- ჩემი დაქალი თავისი ქმრის "ფეისბუკიდან" მწერდა მესიჯებს და ჩვენი მიმოწერაც გავგზავნე. მივწერე, ნახე ასე დაგცინიან და ღადაობენ შენზე ჩემი მეგობრები- მეთქი. ამის მერე მომწერა სიურპრიზს გიმზადებო და სახლში მომივარდა.

- შვილზე მეურვეობა სასამართლომ მამას რატომ მიაკუთვნა?

- როცა დავშორდი ბავშვი არ მაჩვენებდა და ავიყვანე ადვოკატი რომ სარჩელი შემეტანა. გამუდმებით მემუქრებოდა, რომ დედობის უფლებას ჩამომართმევდა - ბავშვს არ განახებო! მაინც მოვახერხე იმდენი რომ მორიგების აქტის საფუძველე ორი დღე მაინც მყოლოდა ჩემი შვილი. აღარ ვვარგოდი, პიროვნულად განადგურებული ვიყავი. ახლა ფსიქოლოგთან დავდივარ და ბავშვიც დამყავს.

- ბაკურაძე ამბობს რომ მარიხუანას მომხმარებელი ხართ
- ამას რა პასუხი გავცე ახლა? ეს აბსურდია. ის ციხეშია და მეუღლის დასჯას ვითხოვ კანონის საფუძველზე.

kvirispalitra.ge


ნანახია: 2622-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გრიგოლ ბაკურაძეს ყოფილი მეუღლისა და მისი მამის ცემას ედავებიან. თავად ბაკურაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და ყოფილი ცოლის მხრიდან
გრიგოლ ბაკურაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ყოფილი მეუღლე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. თავად ბაკურაძე
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ოჯახური ძალადობის საქმეზე ბრალდებული მამაკაცის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. გრიგოლ ბაკურაძეს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ხმაურიანი საქმის განხილვა გრძელდება.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
იმერეთში მცხოვრები 59 932 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ამინდი