Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჭიათურის მუნიციპალიტეტი'-წიგნი ჭიათურის 60 სოფელსა და მიზეზებზე, რატომ უნდა ესტუმროთ მუნიციპალიტეტს

თარიღი : 9-02-2018, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
"ჭიათურის მუნიციპალიტეტი“-ასეთია იმ წიგნის სახელწოდება, რომელშიც განხილულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია ქალაქი ჭიათურა და უნიკალური გეოგრაფიული პირობებით გამორჩეული 60 სოფელი, სადაც უხვადაა საინტერესო და მნიშვნელოვანი ბუნებრივი თუ ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, რაც მთლიანობაში მდიდარ ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსს წარმოადგენს.

წიგნის ავტორები არიან თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი, დოქტორანტი ლიანა ხანდოლიშვილი, მაგისტრი ზურა რიკაძე და სტუდენტები: სალომე თაბაგარი, მარიამ ჯაფოშვილი და ვალერი ქამხაძე.

"2017 წელს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფინანსა სტუდენტური პროექტი- „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“. პროექტის მონაწილეთა მიზანი იყო, აღერიცხათ, შეეფასებინათ, შეესწავლათ და დაედგინათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ძეგლების ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, სპელეოლოგიური, არქეოლოგიური მნიშვნელობა და პოტენციალი. ამისათვის ჩატარდა სოციალური გამოკითხვა და გაირკვა, თუ რა ინფორმაციას ფლობს ადგილობრივი მოსახლე ობა ამა თუ იმ ბუნებრივი ძეგლის შესახებ, როგორია მისი დამოკიდებულება არსებული უნიკალური რელიეფის ფორმების მიმართ და როგორ მოქმედებს იგი. შესწავლილ იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებული პუნქტი, მოხდა ფოტოფიქსაცია, ჯიპიესით დაზუსტდა სოფლების კოორდინატები, სიმაღლე ზღვის დონიდან. მოხდა გეოგრაფიული მახასიათებლების გამოყოფა.

ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების გეოგრაფიულმა შეფასებამ საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინა მარშრუტები როგორც ცალკეული სოფლებისთვის, აგრეთვე მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის. გამოიყო 5 ძირითადი მარშრუტი, რომლებსაც განსაკუთრებულ პუპულარიზაციას გავუწევთ. სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, რომლითაც გამორჩეულია ჭიათურის მუნიცი პალიტეტი, საუკეთესო წინაპირობას ქმნის ტურიზმის მოყვარულ თა თვის. ერთი მხრივ, გამორჩეული და უნიკალურია აქაური ბუნება, სხვა მხრივ კი, უხვადაა ღირსშესანავი ადგილები. ერთიც და მეორეც თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია. ვიმედოვნებთ, ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისთვის," - ამბობს წიგნის ავტორი გიორგი დვალაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ბუნება, მიუხედავად მკვლევართა მრავალწლიანი მოღვაწეობისა, ჯერ კიდევ ბევრ გამოუკვლევ ობიექტს მალავს. ხოლო მათი მოძიება, სათანადოდ შესწავლა, კეთილმოწყობა და ტურისტულ მარშრუტებში ჩართვა გაზრდის ქვეყნის ტურისტული მეურნეობის პოტენციალს და მოიზიდავს ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორებს.

"ბუნების ძეგლები განუმეორებელია და ხშირად მათი ანალოგი არ მოიძებნება. ისინი ზიანდება, ზოგ ჯერ კი სრულად ნადგურდება, იკარგება ბუნების იშვიათი და უნიკალური ქმნილება, რომლის აღდგენაც შეუძლებელია. საჭიროა, შეიქმნას კომპლექსური პროგრამა, რათა შევძლოთ მათი შენარჩუნება, დაცვა და გამოყენება," - ამბობს გიორგი დვალაშვილი.


ნანახია: 1632-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თსუ-ს სტუდენტებმა პროექტის-'გაიცანი ჭიათურა' განხორციელება დაიწყეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
ახალ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ძეგლი.
წიგნი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის მიერ მომზადდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ინფო ტური მოეწყო, რომლის
პროექტის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტების მიერ შესწავლილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და ჭიათურაში არსებული თითოეული ტურისტული

ამინდი