Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საწურბლიას მღვიმე-სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალი მღვიმე

თარიღი : 9-02-2018, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პალრამენტის წევრმა და წყალტუბოს მაჟორიტარმა ცოტნე ზურაბიანმა საწურბლიას მღვიმე დაათვალიერა.

საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში. მღვიმეში სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

ცოტნე ზურაბიანის თქმით, მღვიმე გარდა იმისა, რომ ბევრ ადამიანს მოუტანს ჯანმრთელობას ასევე, სამედიცინო ტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"საწურბლიას მღვიმე არის დამატებითი შემოსავალი წყალტუბოსთვის, არის სამედიცინო ტურიზმისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მღვიმის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გვეყოლება ბევრი ვიზიტორი. დარწმუნებული ვარ, ეს მომსახურება ბევრ ადამიანს მოუტანს ჯანმრთელობას, სიკეთეს, რომელიც ამ მიკროკლიმატით შეიქმენება ადგილზე,"- ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექოტორი ზაალ კვანტალიანის თქმით, პროექტის პარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ამბულატორია, მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ - აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.

"ეს იქნება პირველი მღვიმე, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მისი თვისებებიდან გამმომდინარე. მღვიმეში არის ის მიკრო კლიმატი რომელიც განსაკუთრებული არის აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ. ექსპერტების დასკვნებით ამ ადგილს ევროპაში მსგავსი ანალოგი არ გააჩნია," - ამბობს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ზაალ კვანტალიანი.

საწურბლიას მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულის ბოლოდან მიიღებს.იგი პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.


ნანახია: 1849-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლაში მდებარეობს, პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ
სოფელ ხომულის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ თავიანთი თვალით უნახავთ მღვიმეში ჩასული და განკურნებული ადამიანები.
გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ უკვე მიიღო.
თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე აქტიურადაა ჩართული და პირადად აკონტროლებს სარეაბილიტაციო სამუშაოების
წლების განმავლობაში დაკეტილ მღვიმეს მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
იმერეთში მცხოვრები 59 932 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ამინდი