Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის ადვოკატი მორაგბის გამართლებას ელოდება

თარიღი : 8-02-2018, 15:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი სასამართლოსგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას ელოდება. 2016 წელს მომხდარ ავარიას მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.

კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით, ავარიაში მორაგბის ბრალეულობა არ იკვეთება. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ საქმეში მესამე ავტომობილი ფიგურირებს, რომელმაც მოძრაობის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა. დაცვის მხარე ასევე სასამართლო პროცესზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების დაკითხვას ითხოვდა, რისი შუამდგომლობაც მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ დააკმაყოფილა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობას ითხოვს პროკურატურა. პროკურორ გივი შენგელიას თქმით, სასამარტლომ მორაგბის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარე წლის 19 მარტს არის ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მორაგბეს 6 წლიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ნანახია: 1208-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე
ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა
ქუთაისის საქალაქო საამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლიდან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეპიცენტრი ქუთაისის ისტორიული უბანია, სადაც ერთი დღით ისტორია გაცოცხლდა და ქალაქი 'ცისფერყანწელთა'
ქუთაისის მერმა დღეს 5 საპატიო ქუთაისელი მიიღო და თითოეულ მათგანს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი

ამინდი