Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს რეგიონი, სადაც მოსახლეობის 40 პროცენტი ღარიბია

თარიღი : 8-02-2018, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საარსებო შემწეობა 456 634 ადამიანმა მიიღო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-8 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის თითქმის 41%-ზე მეტი იღებს. რეგიორნში 31 000 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 12 775 ადამიანი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7,1% იღებს.

რეგიონში 160 600 ადამიანი რეგისტრირებული, სახელმწიფო შემწეობის მიმღები კი 11 527 ადამიანია.

რაც შეეხება დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის იანვრის მონაცემებით, თბილისში საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობა 99 074 ადამიანს შეადგენს, გურიაში - 18 020-ს, კახეთში - 51 419-ს, იმერეთში - 66 285, მცხეთა-მთიანეთში - 16 068-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 50 900-ს, ქვემო ქართლში - 43 893-ს, შიდა ქართლში - 48 280-ს, აჭარაში - 38 393-ს.

წყარო: bpn.ge


ნანახია: 939-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსახლეობის აღწერა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამოკლებით.
მიმდინარე წლის ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე 40 %-ით მეტია.
რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით 9.3%-ით საკურორტო ზონებით აჭარის რეგიონი ლიდერობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით
ამ სტატიაში მაღალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების დაპირებებს გადავხედეთ.
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეპიცენტრი ქუთაისის ისტორიული უბანია, სადაც ერთი დღით ისტორია გაცოცხლდა და ქალაქი 'ცისფერყანწელთა'
ქუთაისის მერმა დღეს 5 საპატიო ქუთაისელი მიიღო და თითოეულ მათგანს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი

ამინდი