Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"...პროფესიონალ მსახიობებთან ვერ ვბედავ სპექტაკლის დადგმას..." - რა სიგიჟეები გაუკეთებია სიყვარულის გამო ახალგაზრდობაში მესხიშვილის მსახიობს, გიგა მიქაძეს?

თარიღი : 5-02-2018, 20:08 | კატეგორია: სხვადასხვა, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი, გიგა მიქაძე ბოლო დროს რეჟისურითაა გატაცებული, მან უკვე 20-მდე სპექტაკლი დადგა, როგორც რეჟისორმა, თუმცა ამბობს, რომ თავხედობად მიაჩნია რეჟისორის ამპლუაში დადგას სპექტაკლი კოლეგებთან, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად და ჯერ-ჯერობით ამ სტატუსით მხოლოდ ახალგაზრდა, მოყვარულ მსახიობებს ევლინება. თეატრი მისთვის მშობლიური ადგილია, მსახიობი სცენაზე თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. კითხვაზე, ვინ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მსახიობი, მან გვიპასუხა, რომ იქნებოდა მოცეკვავე, მსახიობი, რეჟისორი თუ მომღერალი, აუცილებლად იდგებოდა სცენაზე.

-ბავშვობიდან დავიწყოთ, იყო თუ არა მსახიობობა თქვენი ოცნების პროფესია? როგორც ვიცი, თქვენი ოჯახიდან პირველი არ ხართ, ვინც ამ სფეროში სცადა ბედი, როგორ ფიქრობთ, იქონია თქვენზე გავლენა ამან, როცა თეატრალურზე ჩაბარება გადაწყვიტეთ?

-თავისთავად იქნებოდა, იმიტომ რომ დედა მსახიობია, მამა ქორეოგრაფი, ხელოვანთა ოჯახში აღვიზარდე, სულ მსახიობებთა, მოცეკვავეთა და რეჟისორთა წრეში ვტრიალებდი. დედა სპექტაკლებში თამაშობდა, როდესაც ჩემზე ფეხმძიმედ იყო, ასე რომ თეატრში ავიდგი ფეხი და თეატრის კულისებში გავიზარდე. 6 წლიდან სცენაზე ვიყავი და როდესაც ბავშვობიდან ასეთ გარემოში იზრდები, თავისთავად ცხადია, გარკვეულია შენი ბედი და უკვე იცი, რომ ეს შენი პროფესიაა. მე გამიმართლა, რომ თეატრში მოვხვდი და მქონდა შესაძლობლობა, თავიდანვე ვზიარებოდი ამ სამყაროს.
-გაიხსენეთ უნივერსიტეტის პირველი წლები, მისაღები გამოცდა...


-პირველ წელს, სკოლა რომ დავამთავრე, აბსოლუტურად მოუმზადებელი წავედი გამოცდაზე, არც მინდოდა იმ წელს ჩამებარებინა, უბრალოდ მსურდა გამოცდილება მიმეღო. ნორმალურად არც ლექსი ვიცოდი, არც პროზა, იგავიც შემეშალა, მოკლედ მეორე წლისთვის მქონდა გათვლილი, რომ მოვმზადებულიყავი. სკოლა დავამთავრე 1986 წელს, ეს მთელი ერთი წელი თეატრში ვმუშაობდი, სცენის მემანქანედ, რეკვიზიტორად (მაშინ იყო ასეთი სამუშაო პრაქტიკა) და მომდევნო წელს ჩავაბარე. მეორე კურსიდან ჩემი პედაგოგი იყო ოთარ ბაღათურია, ძალიან კარგი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი. ჩემი უფროსი მეგობარია, მის პიესა ,,ამიკოში’’ მომიწია თამაში, რომელიც ნუგზარ ლორთქიფანიძემ დადგა.
"...პროფესიონალ მსახიობებთან ვერ ვბედავ სპექტაკლის დადგმას..." - რა სიგიჟეები გაუკეთებია სიყვარულის გამო ახალგაზრდობაში მესხიშვილის მსახიობს, გიგა მიქაძეს? -სიყვარულის გამო, ყველაზე დიდი სიგიჟე რა გაგიკეთებიათ სიყმაწვილის პერიოდში?

-სიყვარულის გამო უამრავი სიგიჟე მაქვს გაკეთებული, კარგი გაგებით რა თქმა უნდა... მაშინ ბათუმში იყო ჩემი შეყვარებული და თბილისი- ბათუმის მატარებელს შევახტი ყვავილებით ხელში. თბილისიდან მცხეთაში წავედი ტაქსით, შევვარდი სადგურზე, დაძრულ მატარებელს შევახტი ( თან ბუკეტი უკვე ნაყიდი მქონდა) და დავაკაკუნე, გამცილებელი შემთხვევით გამოვიდა და რომ დამინახა კივილი ატეხა, უცებ გავაღებინე და შევვარდი. აი ასეთი სიგიჟეები ახალგაზრდობას რომ უხდება, ძალიან ბევრი გადამხდენია.
-გიფიქრიათ ოდესმე, რომ არ ყოფილიყავით მსახიობი ვინ იქნებოდით?

-მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, მაინც აუცილებლად სცენაზე ვიქნებოდი, ოღონდ ან მომღერალი ან მოცეკვავე.
-თეატრალურ ხელოვნებას ასწავლით ახალგაზრდა თაობას, რას იტყვით მათ შესახებ? როგორია მათთან ურთიერთობა? ხედავთ მათში პოტენციალს?

-ფაქტობრივად, დღის უმეტეს ნაწილს თეატრში ვატარებ, ჩემი მეორე სახლია. პარალელურად ბავშვებთანაც მიწევს მუშაობა, როგორც პედაგოგს. იმდენ ბავშვს გამოუვლია ჩემს ხელში, რომ ხანდახან ვეღარც კი ვცნობ. ჩემთვის ეს რთულია, დიდი ენერგია მიაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა გემოვნების, ხედვის, მენტალობის მოსწავლესთან ვურთიერთობ და ყველასთან ძალიან ფაქიზი სამუშაოა, იმიტომ რომ მოზარდს არასწორმა მიდგომამ და არასწორმა ფრაზამაც კი შეიძლება მას დაუმახინჯოს: ხედვა, დამოკიდებულება, იმ საქმისადმი რასაც ის აკეთებს. მე ბავშვებს არა მარტო სცენაზე დგომის კულტურასა და მეტყველებას ვასწავლი, არამედ მათთან ვმეგობრობ კიდეც. მხოლოდ სპექტაკლის დადგმით არ მთავრდება ყველაფერი. ყოველთვის ვცდილობ მეგობრებად დავრჩეთ და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეგობარი მყავს. მათგან ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ და ბევრ რამეს ვსწავლობ. ათჯერ მიწევს ერთი და იგივე მოძრაობის გაკეთება საჩვენებლად, რომ ერთხელ გაიმეორონ, ასე რომ სულ ფორმაში ვარ. ჩემთვის მათთან ურთიერთობა ძალიან დიდი ბედნიერებაა.
-რომ გქონდეთ არჩევანი, მსახიობობას მიანიჭებდით უპირატესობას თუ რეჟისურას? რომელს აირჩევდით?


"...პროფესიონალ მსახიობებთან ვერ ვბედავ სპექტაკლის დადგმას..." - რა სიგიჟეები გაუკეთებია სიყვარულის გამო ახალგაზრდობაში მესხიშვილის მსახიობს, გიგა მიქაძეს?- ბოლო დროს ძალიან მაინტერესებს რეჟისურა და ამ პერიოდის მანძილზე, ახალგაზრდებთან დაახლოებით ოცამდე სპექტაკლი მაქვს დადგმული. ბატონი გიორგი სიხარულიძე (ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სარეჟისოროზე ჩამებარებინა, თუმცა რატომღაც ვერ მოვახერხე, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ვიცი პრაქტიკაში. ბატონმა ნუგზარმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მისი დამსახურებაა, რომ მე გადავწყვიტე რეჟისურაში გამომეცადა თავი. იმის გამო, რომ პროფესიული განათლება არ მაქვს ამ სფეროში, ყოველთვის მაქვს კომპლექსი, პროფესიონალ მსახიობებთან ვერ ვბედავ სპექტაკლის დადგმას, ახალგაზრდებთან და მოყვარულებთან უფრო თამამი ვარ. ჩემს კოლეგებთან, რეჟისორის ამპლუაში სპექტაკლის დადგმა, ცოტა თავხედობად მიმაჩნია.
-თქვენ ორი შვილი გყავთ, ისურვებდით, რომ რომელიმე თქვენს კვალს გაყვეს? თავად როგორი დამოკიდებულება აქვთ თეატრისადმი?

-არა, არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს სურვილი, რომ ჩემი შვილები, ასე რომ ვთქვათ, ჩემს კვალს დაადგნენ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს პროფესია რთული და სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში დაუფასებელია. ნამდვილად არ მინდა ჩემმა შვილებმა იგივე გზა გაიარონ, რაც მე გამოვიარე. თუმცა, მათ არჩევანს პატივს ვცემ, თუ კი აირჩევდნენ, არ მოვიწონებდი, მაგრამ არ ავუკრძალავდი. ჩემმა უფროსმა ვაჟმა სამედიცინოზე ჩააბარა, გოგონა მეთერთმეტე კლასშია, მაგრამ უკვე დანამდვილებით იცის, რომ იურისტობა უნდა... ჩემდა საბედნიეროდ.
-რას საქმიანობთ ახლა? (მონაწილეობთ სპექტაკლებში, დგამთ სპექტაკლებს, ასწავლით ბავშვებს თეატრის ხელოვნებას....)

-ყველაფერს ვაკეთებ ერთად, დილით სკოლაში ბავშვებთან მივდივარ, შემდეგ ისევ რეპეტიცია. ფაქტობრივად, უსაქმოდ თითქმის არასდროს ვარ, რადგან ჩემთვის რეპეტიციის გარეშე ყოფნა სიგიჟეა და შვებულება - კოშმარი. თუ შესვენება მაქვს, ჩემს საგრიმიოროში ვზივარ და პიესაზე ვმუშაობ, რომ როგორც რეჟისორი ყოველთვის მზად ვიყო. ახლა, მაგალითად ჩვენთან სპექტაკლი მზადდება და მე ქორეოგრაფის ამპლუაში ვარ.

"...პროფესიონალ მსახიობებთან ვერ ვბედავ სპექტაკლის დადგმას..." - რა სიგიჟეები გაუკეთებია სიყვარულის გამო ახალგაზრდობაში მესხიშვილის მსახიობს, გიგა მიქაძეს?


-სამომავლო გეგმებზე რას იტყვით? რაიმე სიახლეებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

-სამომავლოდ, ძალიან ბევრ რამეს ვგეგმა. დიდი გამოცდილება მაქვს შშმ პირებთან ურთიერთობაში. 2009 წლიდან მაქვს ურთიერთობა სმენადაქვეითებულ ბავშვებთან . ამ დროის გნამავლობაში 5 სპექტაკლი მაქვს დადგმული მათთან ერთად და ჩემი ოცნებაა, ეს ბავშვები ჩემთან ერთად თეატრში იყვნენ, რთულ სამუშაოს მოვწყვიტო, დავასაქმო და ხელფასი მივცე, შემოქმედებითად ვიმუშავოთ, გასტროლებზე ვიაროთ და გავაკეთოთ სერიოზული საქმე ერთად.

ანი ჯოხაძე


ნანახია: 2234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეჟისორმა გიგა მიქაძემ სპეკტაკლი ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"-ს მიხედვით დადგა.
როგორც სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ენდი ძიძავა აცხადებს, სპექტაკლი გარდაცვლილი მსახიობების ხსოვნას მიეძღვნა.
გიორგი თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 11-12 ოქტომბერს შედგება.
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“
წარმოდგენას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი