Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანისა და ხონის მაჟორიტარობისათვის გიგი უგულავა იბრძოლებს

თარიღი : 5-02-2018, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად "ევროპული საქართველო"-ს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა იბრძოლებს. ვანი და ხონი მაჟორიტარის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე გადაინაცვლა.

"დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების გრძელ გზაზე! ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყობილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ ხალხს ქუჩაში. ოცნებამ მომავლის რწმენა ჩაკლა მოსახლეობაში. აპათია, ნიჰილიზმი, ხელისჩაქნევა, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, გათვლა- შეჩვეული ჭირი სჯობს - ქმნის იმ ფონს, რომ აღარავის სჯერა არავისი. ეს აწყობს დღევანდელ რეჟიმს. პოლიტიკა მთლიანად და პოლიტიკოსები ძალიან დავშორდით ხალხს. დღეს ყველაზე პოპულარული არც ერთი პარტიაა, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კი არავინ. ამასობაში ხდება ფლანგვა და სახელმწიფოებრიობის ეროზია. სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, აგებს ომს უმუშევრიობასთან, აგებს ომს კრიმინალთან. ჩვენ ვაგებთ და ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავისა და ქვეყნის პერსპექტივის. ამიტომ მივიღე მე ესგამოწვევა. ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია იყოს ამ ცვლილებების მედროშე და ავანგარდი. ამ საყოველთაო უიმედობის ფონზე, ხონელებსა და ვანელებს აქვთ შანსი საქართველოს მდორე პოლიტიკური ცხოვრების ჩარხი შეაბრუნონ და ქვეყანა პროგრესისკენ მიმართონ. მე არ ვსაუბრობ საკუთარ თავზე. დიდი პატივია იყო შენი მოსახლეობის ხმა პარლამენტში, მაგრამ აქ საქმე ჩემში არაა. თუ ჩვენ, ოპოზიციამ გავიმარჯვეთ ხონსა და ვანში, ოპოზიცია გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. თუ ვიქნებით კონსოლიდირებული 2018 წელი დიდი შემობრუნების და იმედის წლად შეიძლება ვაქციოთ," - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ვანსა და ხონში მაჟორიტარის ასარჩევად არჩევნები მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება.


ნანახია: 1345-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცესკოს ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 4 კანდიდატი იბრძოლებს.
ვანსა და ხონში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად არჩევნები მიმდინარეობს.
გრიგოლ ლილუაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე იყო. საკანონმდებლო ორგანოში ის
'ევროპული საქართველო'-ს ინფორმაციით, კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანსა და ხონში 28
ხონსა და ვანში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად არჩევნები მიმდინარეობს.
მან საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.
საგამოძიებო ორგანოში ჭიათურის მერის, პაატა ნადირაძის წინააღმდეგ აღძრულ სისსხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს. მერს მოქალაქის ცემას ედავებიან.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა.
სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით მთავრობა ახალ ინიციატივაზე მუშაობს.

ამინდი