Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვენახი სათბურში - ქუთაისელი ფერმერის ინოვაციური ბიზნესწამოწყება [VIDEO]

topnews.com.ge
ქუთაისში, პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრის ბაზაზე, ადგილობრივმა ფერმერმა თენგიზ ჩინჩალაძემ ვაზი ტრადიციულისგან განსხვავებული მეთოდით გააშენა. ვენახის უნიკალურობა ისაა, რომ ის სათბურში დაირგო. თენგიზ ჩინჩალაძემ ამ იდეის განხორციელება 2015 წელს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ ხელმძღვანელის, მერაბ ბარათაშვილის რჩევით გადაწყვიტა. თავდაპირველად ვენახის გაშენება 300 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე გადაწყდა.

„ეს ტერიტორია სახელმწიფოსგან შევისყიდე. ენერგიული კაცი ვარ და ისე ყოფნა არ შემიძლია. გადავწყვიტე გამეკეთებინა სათბური. შარშანწინ და იმის წინ დავრგე მწვანილი. ბევრი შრომა უნდოდა და არც ისე გაამართლა. რადგან ვენახი და ვაზი ქართველი კაცის ბუნებაში ზის, გადავწყვიტეთ ეს ვენახი გაგვეკეთებინა. პირველ სათბურში ვაზი 2015 წელის 9 მაისს დაირგო. მალე 2 წლის გახდება. მეორე სათბურში დარგული ვაზი 16 მაისს გახდება ერთი წლის. პირველ წელიწადს ნერგმა მომცა 7-8 კილო და უნდა გავიდე 30-40 კილოზე“, - აცხადებს თენგიზ ჩინჩალაძე.

ვენახი სათბურში - ქუთაისელი  ფერმერის ინოვაციური ბიზნესწამოწყება [VIDEO]

თითო სათბურში 80-მდე ძირია დარგული. ყურძენი მწიფდება აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში, თითო მტევანი ამ დროს 800 გრამიდან 1 კილომდე იწონის.

„პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრში კოოპერატივებთან დაკავშირებით ბევრი ტრენინგი ჩატარდა. ეს რომ არ ყოფილიყო ჰაერზე საუბარი, გვინდოდა აქვე გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ შესაძლებელია ინოვაციური და რენტაბელური პროდუქტის შექმნა. მეპატრონე პირველად იყო ძალიან გაბრაზებული და გულაყრილი, რომ ვერ ახერხებდა ვერაფრის რეალიზაციას - მასაც, როგორც ყველას, ცერეცო და მწვანილი მოჰყავდა. ძალიან გაწამდა. მე დავიჩემე და ვუთხარი ეს ნაბიჯი გადაგვედგა. თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა ეს შედეგი პირველივე წელს მიიღო და შემდეგ მეორე სათბურშიც გააშენა“, - განაცხადა მერაბ ბარათაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ასეთივე შედეგების დადება ბევრი მიმართულებით შეიძლება.

წყარო



ნანახია: 1577-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს რაიონის მოსახლეობა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამირან ხვადაგიანი ამბობს, რომ ბაღში კიდევ ბევრი სხვა პროექტის განხორციელება იგეგმება.
ამ ეტაპზე სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 100-მდე ადგილობრივი.
საგანგაშო ამავე დროს ის არის, რომ სულ მალე ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქალაქი გახდება, რადგან ჩვენ ქალაქს
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს.
ტრენინგი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების" ფარგლებში ჩატრადა
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი