Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ქვეყნის პირველი პირობისთვის იბრძოლებს

თარიღი : 26-01-2018, 22:07 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, შესაძლოა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მათი კანდიდატი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იყოს.

"პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მას. განიხილება რამდენიმე კანდიდატი. მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ როგორი იქნება იმ დროს პოლიტიკური ვითარება და რომელი კანდიდატი იქნება უფრო კოკურენტუნარიანი სწორედ არჩევნების წინ. მათ შორის ერთ-ერთი კანდიდატი არის გრიგოლ ვაშაძე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.


"ევროპული საქართველო" პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიის ორ ლიდერს განიხილვას. არაოფიციალურად სახელდებიან უმცირესობის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით ბაქრაძე და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

საპრეზიდენტო ბრძოლაში ოფიციალურად უკვე ჩართულია "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

არჩევნებში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს ნინო ბურჯანაძე.

კანდიდატურას დაასახელებს სავარაუდოდ "შენების მოძრაობაც". მისი კანდიდატი კი პარტიის ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება.
სხვა გამოკვეთილი სავარაუდო კანდიდატები ჯერჯერობით არ არსებობენ, თუმცა არ არის გამორიცხული ოპოზციის ერთმა ფლანგმა კონსულტაციები გამართოს შალვა ნათელაშვილის ან ნინო ბურჯანაძის ერთიან კანდიდატად წარდგენაზე.
რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენს. გიორგი მარგველაშვილი სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.


ნანახია: 776-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'ევროპული საქართველო' დღეს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება 18:00 საათზე, ქუთაისში, სპორტის სასახლეში
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების -'ძალა ერთობაშია' კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად სულ ათი კანდიდატი იბრძოლებს.
ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი პრაიმერში შესაძლოა ბრალდებულ თემურ ცამციშვილთან ერთად ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული ქუთაისის მერობის კანდიდატებიდან ყველა მამაკაცია და არცერთი ქალი.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის-ნინო ბურჯანაძის
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი