Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების ხუთეული

თარიღი : 25-01-2018, 21:53 | კატეგორია: სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში არერთი იშვიათი ჯიშის ცხოველია, რომლების შესახებაც ცოტამ თუ იცის. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც "წითელ წიგნში" არიან შეყვანილნი. გთავაზობთ საქართველოს "წითელი ნუსხის" უიშვიათსი ცხოველებისა და ფრინველების ხუთულს.

ბუხრინწა - ეს ულამაზესი ფრინველი ბუსნაირთა რიგისაა. ქორდიანების ტიპის ფრინველი ფუღუროებსა და სხვენზე. გავრცელებულია ევროპაში (ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გამოკლებით), სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბალტიისპირეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში. ის იკვებება მღრღნელებით და ხანდახან - ფრინველებითაც.

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების ხუთეული


კავკასიური როჭო - თავისთავად ცხადია, ის როჭოსებრთა ოჯახისაა. მამალი როჭო შავია, ხოლო დედალი - თეთრი. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. ის ბუდეს მიწაზე იკეთებს. აღმოჩენილია ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე 1875 წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის ლუდვიკ მლოკოსიევიჩის მიერ. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე .

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების ხუთეული


ლელიანის კატა - მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახიდან გახლავთ. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 16 კგ აღწევს. ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის წინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მდინარეთა ხეობების ხშირ ბარდებში. ყოფილ სსრკ-ში — ვოლგის დელტაში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, შუა აზიის მდინარეთა ხეობებში. საქართველოში — მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში. მთებში 800 მ-ზე მაღლა არ ადის. იკვებება ფრინველებით, ძუძუმწოვრებით. ზოგიერთ ადგილებში სარეწაო ნადირ-ფრინველის განადგურებით ერთგვარი ზიანი მოაქვს სანადირო მეურნეობისათვის.

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების ხუთეული

ფასკუნჯი - დედალი მამალზე პატარაა. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავაება არაა. ზრდასრული ფრინველის შეფერილობა თეთრია. მხოლოდ მომქნევებია შავი ფერის. ცვილანა და სახის ტიტველი კანი ნარინჯისფერია, ფეხები მოცისფრო-რუხი შავი. წვრილი და გრძელი, ბოლოში მოკაუჭებული ნისკარტი აქვთ. ახალგაზრდა ფრინვრლი მკვეთრად განსხვავდება ზრდასრულისაგან საერთო მუქი შეფერილობით. იგი თანდათან ღია ფერის ხდება და საბოლოო შეფერილობას მხოლოდ მე-5 წელს აღწევს. უმთავრესად იკვებება მძორით. იჭერს ქვეწარმავლებსაც. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში. ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ფასკუნჯი.
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს აფრიკას. (ტროპიკული ტყიანი რაიონების გარდა) სამხრეთ ევროპის მთიანეთს, არაბეთის ნახევარკუნძულს, მცირე აზიას, ირანს, ინდოეთს.

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების ხუთეული


ნიამორი - წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახიდან. ის შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარია. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცის რქების სიგრძე 130 სმ-ს აღემატება, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. შობს 2, იშვიათად 1 ციკანს. ცოცხლობს 12-15 წელი.

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების ხუთეული


ნანახია: 1537-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროგნოზის მიხედვით, პერიოდულად იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს
სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
საქართველოს ტერიტორიაზე 2017-2018 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
ხვალ ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში + 13 +18 გრადუსის, თბილისში +14
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დასავლეთ
იმის გამო, რომ კორპუსს სახურავი დამწვარი აქვს, უხვი ნალექის გამო, კორპუსის მაცხოვრებელთა უმრავლესობის სახლებში წყალი ჩავიდა.
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე ქალაქში, უსახლკარო ოჯახებისათვის მოწყობილი თავშესაფრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ

ამინდი