Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

5 ადგილი დასავლეთ საქართველოში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

თარიღი : 24-01-2018, 17:37 | კატეგორია: სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დედამიწაზე იმდენი ღირსშესანიშნავი ადგილია, ალბათ მთელი ცხოვრება მოგზაურობას რომ დავუთმოთ, მაინც ვერ მოვასწრებთ სრულფასოვნად შევიმეცნოთ სამყაროს მშვენიერება. მოგზაურობაზე ხომ ბევრჯერ გიოცნებიათ? ალბათ, ერთხელ მაინც უკითხავთ თქვენთვის, ნებისმიერ ადგილზე წასვლა, რომ შეგეძლოს, პირველ რიგში სად წახვიდოდიო. სტატისტიკის მიხედვით, ასეთ დროს ადამიანების უმრავლესობა შორეულ ქვეყნებზე იწყებს ფიქრს. ხომ გაგიგიათ, სხვის მდელოზე ბალახი ყოველთვის უფრო მწვანეაო. გთავაზობთ იმერეთის 5 გასაოცარ ადგილს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, სანამ შორეულ ქვეყნებში ვოიაჟებს დაგეგმავთ.
 5 ადგილი დასავლეთ საქართველოში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ


ოკაცე (კინჩხა), სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების კასკადი, მდებარეობს : ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. კინჩხას მიდამოებში. ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ხონი.

 5 ადგილი დასავლეთ საქართველოში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ


ქვასაყდარას კლდოვანი სვეტი მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ყოველი წლის 9 აგვისტოს "ქვასაყდარას" მიდამოებში მთის დღესასწაული იმართება.

 5 ადგილი დასავლეთ საქართველოში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ


სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი სახელგანთქმულია ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეებშიც კი. სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე შემორჩენილია საუკუნეების წინანდელი დინოზავრის ნაკვალევი, ნაკრძალის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს კარსტული მღვიმეები. სათაფლიის ნაკრძალი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზეა.

 5 ადგილი დასავლეთ საქართველოში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზორვეთის აღმოსავლეთით და სოფელ ქვედა საზანოს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ძუსას ხეობაში ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს სამცვერას ჩანჩქერი.

 5 ადგილი დასავლეთ საქართველოში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ


ყუმისთავის მღვიმე, კიდევ ერთი კარსტული მღვიმეა დასავლეთ საქართველოში, რომელიც მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მ-ზე.

მერიემ კაკაურიძე


ნანახია: 5767-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამცვერას ჩანჩქერის სამხრეთით 2,5 კმ მოშორებით მდებარეობს სოფელი ჭალატყე, რომელიც შუა საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი იყო.
ეტრე ჭაბუკიანი ქუთაისელი პედაგოგი იყო. მის სახელს უკავშირდება 1925 წელს სათაფლიის აღმოჩენა. მანვე იპოვა სათაფლიის კარსტული მღვიმე
საქართველოში დაახლოებით 130 სოფელში 2 000 და მეტი მაცხოვრებელია, ზოგიერთ სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა 7 000-ზე მეტს აღწევს.
იმერეთის ერთ-ერთი საინტერესო ადგილის ისტორია რუბრიკაში 'ჩემი იმერეთი'.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საინტერესო კუთხეს წარმოადგენს იმერეთში, გეოგრაფიული მდებარეობით, ტურიზმის განვითარების კუთხითა და
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი