Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მ.ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგს ქუთაისის მერმა სიგელი გადასცა

თარიღი : 24-01-2018, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – მ . ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო საწავლებლის პედაგოგს, საოპერო თეატრის სოლისტს, საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი ლომთაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა და „ ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ სიგელი გადასცა ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

დამსახურებულ ხელოვანს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა რევაზ თედორაძემ და მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს დამსახურებულ არტისტს ქართული საოპერო ხელოვნების სეფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ასევე, დამსახურებულ ხელოვანს იუბილე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ.

გიორგი ლომთაძე ქუთაისის ოპერის თეატრში 1972 წლიდან მოღვაწეობს ( სოლისტი, ბარიტონი) . პარალელურად, ამავე პერიოდიდად დაიწყო აქტიური პედაგოგიურ მოღვაწეობა. მას აღზრდილი ჰყავს არაერთი თაობა. არის კავკასიის ხალხთა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და პრემია. არის საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, საპატიო ნიშნის ორდენის მფლობელი. კარიერის განმავლობაში განსახიერებული აქვს არაერთი მთავარი პარტია ქართულ თუ უცხოურ საოპერო სპექტაკლებში.


ნანახია: 1191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერმა გაერთიანების ფილიალების მოსწავლეებს, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული შედეგებისათვის წლის
ქუთაისის კულტურის სახლში მასწავლებელთა დღე აღნიშნეს.
ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო.
ა(ა)იპ 'ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა' და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
მიხეილ გიორგაძე იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის წყალბურთში და საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მეორე ადგილოსანი
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
იმერეთში მცხოვრები 59 932 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ამინდი