Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ ყველა პრობლემა ერთ დღეში არ მოგვარდება..." - კულტურის ააიპის ხელმძღვანელები დ.კაკაბაძის სახ. სახ. სახვითი ხელოვნების გალერეას ესტუმრნენ

თარიღი : 22-01-2018, 17:53 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
18 იანვარს, ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მმართველი რევაზ თედორაძე და მმართველის მოადგილე ბაია კოღუაშვილი დ. კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეას ესტუმრნენ და იქ არსებული მდგომარეობა განიხილეს.

შეხვედრისას გაერთიანებისა და გალერეის ხელმძღვანელობამ არსებული პრობლემები განიხილეს. გალერეის ადმინისტრაციამ დასვა რამდენიმე საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია დაწესებულების სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისათვის. კერძოდ, გალერეის შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში, რაც საფრთხეს უქმნის იქ დაცულ უნიკალურ ექსპონატებს . ასევე , დაწესებულებას არ აქვს მუდმივი ტემპერატურა, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნამუშევრების ხარისხის შენარჩუნებისთვის.

პრობლემების გაცნობის შემდეგ, გაერთიანების ხელმძღვანელობამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და გალერეაში დაცულ ექსპონატებს გაეცნო. აღინიშნა,რომ გაერთიანების ადმინისტრაციის მთავარი საზრუნავია ყველა ფილიალში არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პრობლემის ეტაპობრივად მოგვარება შესაბამისი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

„ ყველა პრობლემა ერთ დღეში არ მოგვარდება, ჩვენი ამოცანაა ვიზრუნოთ ფილიალების გამართულ მუშაობაზე და ხელი შევუწყოთ ქუთაისში აქტიური კულტურული ცხოვრების დამკვიდრებას. მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ მომავალ თაობას და ჩვენი ქალაქი ძველებურად იქცეს კულტურის კერად. დასახულ მიზნამდე ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობით ეტაპობრივად მივალთ “- განაცხადა შეხვედრისას გაერთიანების მმართველმა რევაზ თედორაძემ.

„ დ. კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რაც უდაოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენგან და არამხოლოდ.. შესაბამისად, ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ “ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოს არსებული პრობლემების მოგვარებას, რადგან გალერეა მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ივსებოდეს ახალი ექსპონატებით “ _ აღნიშნა გაერთიანების მმართველის მოდგილემ ბაია კოღუაშვილმა.


ნანახია: 802-ჯერ

მსგავსი სიახლეები
100 წლის ისტორიის მქონე სამუსიკო სასწავლებელს არ აქვს შესაბამისი სტანდარტების მქონე საკონცერტო დარბაზი, სადაც სკოლის
პროექტი საქართველოში უკვე 5 წელია რაც წარმატებით ხორციელდება.
"მეგობრობის არტ -ფაქტი"-ს ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა 7 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაიმართება, ხოლო გამოფენაზე
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა ღია კარის დღეს
შენობის გარეშე დარჩენილი მუზეუმი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში არსებულ სხვადასხვა დაწესებულებას აფარებდა თავს.
ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – მ . ბალანჩივაძის სახ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეპიცენტრი ქუთაისის ისტორიული უბანია, სადაც ერთი დღით ისტორია გაცოცხლდა და ქალაქი 'ცისფერყანწელთა'
ქუთაისის მერმა დღეს 5 საპატიო ქუთაისელი მიიღო და თითოეულ მათგანს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი

ამინდი