Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"... არ სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს.." - მხატვარი ქუთაისიდან

თარიღი : 20-01-2018, 14:27 | კატეგორია: კულტურა, სხვადასხვა, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ხშირად ვერ ვამჩნევთ, ჩვენს გარშემო უამრავ ნიჭიერ, დიდებულ ადამიანს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვხედავთ მათ, მაგრამ ადამიანური სისუსტეები გადაწონის ჩვენში მორალურ პრინციპებს და მათ დაჩრდილვას, დაკნინებას ვცდილობთ. იცნობთ გოგონას, რომელიც სამყაროსადმი სიყვარულს, მასში არსებულ უზღვავ სიკეთესა და პოზიტივს ფერებით გადმოსცემს? ეს გოგონა, ჩვენს მხარეში, იმერეთში, კერძოდ ქუთაისში დაიბადა ოცი წლის წინ და მას შემდეგ, ყოველ დღე ტკეპნის ამ ისტორიული, უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქალაქის ქუჩებს. მაგდა ფონიას არ შეუძლია მოისმინოს ამ ქალაქში აშრიალებული ფოთლების ხმა, ჩიტების ჭიკჭიკი და მუსიკაც კი. მაგრამ ის სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ აძლევს საშუალებას დათრგუნოს და შეზღუდოს ცხოვრებაში. ის არ ეპუება დაბრკოლებებსა და სირთულეებს, რომლებსაც ცხოვრებაში აწყდება და მეტიც, მხიარული და კეთილი ღიმილით ხვდება ყველანაირ ნეგატივს. მაგდა ფონია უნიჭიერესი გოგონაა, რომელიც თავის ლამაზ შინაგან სამყაროს, საოცარ ნახატებსა და ხელნაკეთ ხალიჩებსა თუ ქსოვილებში აქსოვს.

"... არ  სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს.." - მხატვარი ქუთაისიდან

-მაგდა, პირველ რიგში ორიოდე სიტყვით გააცანი თავი ტოპნიუსის მკითხველს, სად სწავლობ, რას საქმიანობ და თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

-ვსწავლობ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, დეკორატიულ დიზაინზე. ძალიან მიყვარს თეატრი, ხელოვნება, ლიტერატურა. ხშირად ვმონაწილეობ სპექტაკლებში, არც ისე დიდი ხნის წინ „ახალგაზრდული თეატრის“ დასის წევრი ვიყავი, ამ უკანასკნელთან ერთად ვიმოგზაურე საბერძნეთში, ბელგიაში, რუმინეთსა და ბულგარეთში . საოცარი გრძნობაა სცენაზე დგომა, მაყურებლის ემოცია. ჩემი პირველი, მასშტაბური დებიუტი იყო მიმოდრამის ჟანრში დადგმული პანტონიმა „ხევისბერი გოჩას“ მიხედვით, სახელწოდებით „სევდის საგზალი“. თავისუფალ დროს, ვკითხულობ წიგნებს ან ვხატავ, როცა მომივა მუზა.

-პანტონიმის სირთულეს პროფესიონალი მსახიობებიც აღიარებენ. როგორც ვიცი, „სევდის საგზალში“ შენი შეყვარებული, გიორგიც მონაწილეობდა და ორივემ შესაშურად გაართვით თავი ამ საპასუხისმგლო საქმეს. მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ყველა სცენას მუსიკა ახლავს და მსხიობები მუსიკის რიტმში თამაშობენ. როგორ შეძელით ეს, როცა მუსიკა არ გესმოდათ?

"... არ  სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს.." - მხატვარი ქუთაისიდან


"... არ  სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს.." - მხატვარი ქუთაისიდან


-ჩვენი ცხოვრების ყველა ეპიზოდს ხომ შეგვიძლია მუსიკა შევუსაბამოთ და სპექტაკლის სცენარი გვკარნახობდა, როგორი მელოდია შეიძლებოდა ყოფილიყო იმ დროს. მე და გიოს ამ დროსაც მსგავსი შეგრძნებები გვქონდა. ჩვენ ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებთ, ერთმანეთის განუყოფელ ნაწილებად ვიქეცით, თითქოს ერთნი ვართ და ხანდახან ერთნაირი შეგრძნებები გვაქვს, ამიტომ თამამად შემიძლია მის ნაცვლადაც ვილაპარაკო იმაზე, თუ რას გრძნობდა იმ კონკრეტულ მომენტში. ჩვენ გამოვხატავდით იმას, რასაც ვგრძნობდით, ვთამაშობდით ბუნებრივად და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანური შესაძლებლობები უსასრულოა, ღვთის წყალობით.

"... არ  სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს.." - მხატვარი ქუთაისიდან

-რამდენი ხანია,რაც ხატავ?

-დიდი ხანია ვხატავ, ალბათ 10 წელი იქნება... როცა, ხატვის სკოლაში დავდიოდი მარტო ფანქრით ხატვას ვსწავლობდი, ფუნჯების საღებავები არ მისწავლია. არ მასწავლიდნენ და გული მწყდებოდა, ძალიან მინდოდა მესწავლა საღებავებით ხატვა. ჩვენს დროში, ინტერნეტით ნებისმიერ რამეზე შეიძლება ინფორმაციის მოპოვება. მეც დავიწყე ინტერნეტში ყველაფრის კითხვა, რაც კი საღებავებით ხატვას შეეხებოდა, ინტერესი მკლავდა. მახსოვს, იმ დროს კი ინტერნეტი არ მქონდა და დავდიოდი მეზობლებთან ან ნათესავებთან ინტერნეტისთვის. ვუყურებდი ათასნაირ ვიდეოს. როცა ვცადე მეც დამეხატა, პირველად არ გამომივიდა. მაგრამ ხომ გაგიგიათ, არასდროს დანებდეო, მეც სწორედ ასე ვიქცეოდი და მცდელობებს არ ვწყვეტდი. დიდხანს უშედეგოდ და წარუმატებლად მთავრდებოდა ჩემი მცდელობები, მაგრამ ერთ დღეს რაღაც საოცრად მომივიდა მუზა, დავიწყე ფერების გარჩევა. შევისწავლე. ნახატიდან გადავიხატე, საათნახევარი დამჭირდა მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი. მეტიც, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ჯერ დედიკოს ვაჩვენე მერე მამიკოს და დაიკოს.აღფრთოვანებულები დარჩნენ. მაქებდნენ და მათმა დადებითმა რეაქციამ სტიმული მომცა, მომინდა დამეხატა უამრავი რამ...

"... არ  სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს.." - მხატვარი ქუთაისიდან


-თექა, ქსოვა, ღებვა, ხალიჩები და სხვა საგნები(ხელობები), რომლებსაც სწავლობ, უნივერსიტეტამდე შენთვის სრულიად უცნობი იყო, თუ მანამდეც გამოგიცდია საკუთარი თავი ამ განხრით?


-სრულიად უცნობი იყო სასწავლებლამდე, როცა ამ ხელობების სწავლა დავიწყე, დავრწმუნდი , რომ საოცარი გრძნობაა, როცა რაღაცას ქმნი. მომწონს რასაც ვაკეთებ.

-რა არის შენი ინსპირაცია? სიყვარული ხშირად ხდება შედევრების შექმნის მიზეზი, შენს შემთხვევაში როგორაა? როგორ ფიქრობ, კავშირშია შენს "ხელობასთან" შენი პირადი ცხოვრება?

-რა თქმა უნდა, შეყვარებულ ადამიანს ყოველთის აქვს ამ საკითხზე საუბრის სურვილი. სიყვარული ბევრი კარგი წამოწყების მიზეზია. ამ გრძნობამ ჩემში სახვითი ხელოვნების მუზა აღიძრა. ჩემს ყველა ნამუშევარში სიყვარულის დიდი გრძნობაა ჩადებული. ხატვისას ყოველთვის ვფიქრობ ჩემს რჩეულზე თვალწინ მიდგას ის, როგორც ხატება. ვხატავ სიყვარულს, სიცოცხლის სურვილს, ვხატავ ბედნიერებას.

-ინტერნეტში შენი ნახატების ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოყვება ხომ არ არიან ისეთებიც, ვინც გაკრიტიკებენ?

-რა თქმა უნდა, ასეთებიც არიან. არ სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს და ვატყუებ ხალხს... მაგრამ მერე რა?! არაუშავს, მიჩვეული ვარ ასეთ რაღაცებს.

-შეგიძლია თქვა, ყოველდღიურად რა სირთულეებს აწყდები? რას შეცვლიდი საზოგადოებაში? შენთან დამოკიდებულებას ვგულისხმობ...

"... არ  სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს.." - მხატვარი ქუთაისიდან

-მინდა გითხრა,რომ სმენის პრობლემა ხელს არ მიშლის არც შემოქმედებაში და არც საზოგადოებასთან კომუნიკაციაში.

-ნიჭი გენეტიკურად ხომ არ გადმოგეცა, რომელიმე ოჯახის წევრისგან?

-დედა ძალიან ჭკვიანი ქალბატონია, თუმცა ის ფიზიკოსია. ის ასევე ფლობს ასტრონომიას, მათემატიკას. საგულისხმოა, რომ დედას კერვის განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ალბათ ამით მას დავემსგავსე, რაც შეეხება ხატვას, ხატვის ნიჭი მამისგან მერგო.

- ზოგადად, რა არის შენთვის ხელოვნება და რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?

-გარდა ხატვისა,ვფლობ დეკორატიულ დიზაინს. ხელოვნება ჩემთვის არის სულიერი სიმშვიდე,როცა ვხატავ ან ვქსოვ ვივიწყებ ყოველგვარ უსიამოვნებასა და პრობლემებს,ხელობნება ჩემთვის მთელი სამყაროა.


"... არ  სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს.." - მხატვარი ქუთაისიდან


-მუზა რა დროს მოგდის ხოლმე?

-ნებისმიერ დროს მომდის მუზა. ასე, მაგალითად ერთ დღეს ცუდ განწყობაზე ვიყავი მინდოდა დამეხატა ისეთი რამ, რაც კარგ ხასიათზე დამაყენებდა. დავხატე და განწყობაც გამომიკეთდა.

-როცა ხატავ, ვინაა შენი პირველი შემფასებელი?


-ოჯახის წევრები და რჩეული.

-რაზე ოცნებობ ძილის წინ?

-ძილის წინ ვოცნებობ,ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი,ქუჩებში არ დავინახო მათხოვრები. გარეთ აღარ დაძრწოდნენ უპატრონო ძაღლები და კატები. მინდა ადამიანებს შორის დამყარდეს თბილი,გულისხიმიერი დამოკიდებულებები,ვხედავდე მათ შორის სამართალს. ჩემი საქმიანობით სარგებლობა მოვუტანო ჩემს ხალხს,ჩემს ქვეყანას. მინდა სუფევდეს სიკეთე,სიყვარული და ბოროტება აღარ არსებობდეს.
-ახლა დაგვიხატე შენი მომავალი როგორი წარმოგიდგენია, ოღონ ფუნჯისა და მოლბერტის ნაცვლად სიტყვები გამოიყენე...

-უპირველესად ღვთის ნებით, ჩემი მომავალი წარმომიდგენია ჩემს ძვირფას ადამიანებთან ერთად, სიყვარულით,სიხარულით, ბედნიერი და მზიანი დღეებით სავსე. ყოველ დღეს გავატარებ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, საყვარელი საქმის კეთებით. მინდა ვიყო ღირსეული მეუღლე,დედა და წარმატებული კარიერისტი.

მერიემ კაკაურიძე

"... არ  სჯერათ რომ სმენადაქვეითებული ვარ, მაბრალებენ, რომ ამით ვაცოდებ თავს.." - მხატვარი ქუთაისიდან


ნანახია: 5734-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„როცა სახლში ვიყავი, მეზობლები ფრთხილად იყვნენ, რომ რაიმე არ დაცემოდათ თავში“
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
სტატისტიკურად საქართველოს საგამომცემლო ბაზარზე უცხოელი ავტორების ბესტსელერები საშუალოდ წელიწადში 2000 ეგზემპლარი იყიდება,
"შემთხვევით არაფერი ხდება, რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით. უფლის ნება ჩვენი ცუდად ყოფნა არ არის. ღვთის ნების, ღვთის განგებულების და
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი