Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ახალგაზრდებს მზარეულად მუშაობა არ სურთ“

თარიღი : 19-01-2018, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
„იყო შეფ-მზარეული, ნიშნავს სტუმრის მხრიდან დამსახურებულ პატივისცემას“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ 28 წლის შეფ-მზარეულმა ზურა სამანიშვილმა განუცხადა. როგორც სამანიშვილი აცხადებს, ის 8 წელია ამ პროფესიის წარმომადგენელია და ექსპერიმენტებს არ ერიდება.

-ზურა, გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც ყველაფერს თავიდან იწყებდით...
-მუშაობა სტუდენტობის ასაკში 16-17 წლისამ დავიწყე და თავდაპირველად მიმტანი ვიყავი. სწორედ ამ პერიოდში სამზარეულოს მიმართულებით დავინტერესდი და სპეციალური კურსები გავიარე. ჩემი შეფ-მზარეულობისადმი ინტერესიც სწორედ ამ პერიოდიდან გაჩნდა. პრაქტიკა დროთა განმავლობაში დავაგროვე, შემდგომ ჩემმა მეგობარმა სასტუმრო გახსნა და შეფ-მზარეულობა სწორედ იქ 2010 წელს დავიწყე. რა თქმა უნდა, თავდაპირველად დიდი გამოცდილება არ მქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი შეიცვალა.
მახსოვს პირველად აჭარული ხაჭაპური მოვამზადე. პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა ამ მიმართულებით არასდროს მიმუშავია.

-რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

-საკუთარ თავზე მუშაობა ვისწავლე. ხშირად ვატარებდი ექსპერიმენტებს რათა მესწავლა და პროფესიულად წინ წავსულიყავი.
ამ ეტაპზე უკვე თელავში ორ რესტორანში „ბრავოსა“ და „კაპილონში“ ვარ. ჩემი გუნდი მყავს, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვთვლი, რომ კომფორტულ გარემოში გემრიელი კერძები მზადდება. ადამიანის აურა კერძზე გადმოდის.

-რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდით და შეფ-მზარეულობამდე გზა როგორ გაიარეთ?

-ძირითადი სირთულეები შესაბამისი კადრის მოძიებაა, რომელიც გუნდში აუცილებლად საჭიროა. რეგიონში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. თუმცა ვცდილობ, რომ ჩემი გამოცდილება დამწყებ მზარეულებს გავუზიარო და ჩემი გუნდი ასეთი ფორმით შევქმენი. თუმცა ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა სჭირდება. პროფესიონალი კადრების დეფიციტთან ერთად, ახალგაზრდების მხრიდან სურვილის არქონაა. მათ არ სურთ იმუშაონ მზარეულად. ფიზიკურად დიდ შრომას მოითხოვს და ხანდახან 14-დან 16-საათამდე შრომაა საჭირო.

-როგორ გგონიათ დღეს სარესტორნო ბიზნესში რა სახის პრობლემები დგას? და რა უნდა შეიცვალოს მომსახურების სფეროში?

-პროფესიონალი კადრების პრობლემას კვლავ დავასახელებ, ასევე გამოვყოფდი პროდუქციის საფასო პოლიტიკას. სამწუხაროდ, ძვირადღირებულ იგრედინტებს ვერ ვყიდულობ, რადგან ამ შემთხვევაში კერძის ფასიც გაიზრდება და სტუმარს დისკომფორტი შეექმნება. რაც შეეხება სტუმრისთვის კერძის მიწოდების ფორმას, ქვეყანაში ხარისხის 50%-ია მხოლოდ დაცული. ასევე აღვნიშნავდი იმას, რომ ყოველთვის სტუმარია მართალი და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევაა.

-რას იტყვით კონკურენციაზე?
-რა თქმა უნდა, მზარეულის პროფესიონალიზმს დიდი როლი აქვს, თუმცა ხშირ შემთხვევაში კონკურენციის ძირითადად რესტორნებს შორისაა. დამქირავებელმა შესაბამისი ხარისხიანი პროდუქციით, ტექნიკით და თანამშრომლების შესაბამისი რაოდენობით ხელი უნდა შეგიწყოს.

-რას ურჩევთ დამწყებ შეფ-მზარეულებს?

-ვეტყოდი, რომ არ დაეზაროთ მუშაობა, მათზე გამოცდილ ხალხს დაუჯერონ და ეს წარმატებას აუცილებლად მოიტანს.



ნანახია: 2809-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
დალი ცუცხვაშვილი იშვიათი ნიჭით დაჯილდოვებული ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც არაფრისგან საინტერესო და პრაქტიკული ნივთებისა თუ
ცალსახად კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არასწორია, მითუმეტეს შრომის ბაზარზე ყოველთვისაა
კომპანია 'გურმანი' 20 წელია რაც ქუთაისის ბაზარზე არსებობს. ის სამი მიმართულებით მუშაობს და 200 დასახელების პროდუქციას აწარმოებს.
რუბრიკა "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, 49-ე ოლქში, გიორგი
გიგა ჩხობაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას, topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი