Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის მოადგილე:ქუთაისის მერიაში დანამატებს აღარ გავცემთ

თარიღი : 17-01-2018, 19:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოადგილის იუზა უგულავას განცხადებით, მერიის სახელფასო ფონდი წლიურად 250 000 ლარით, ხოლო საკრებულოს სახელფასო ფონდი 54 000 ლარით გაიზარდა. მისივე თქმით, სახელფასო ფონდის ზრდა მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანამ გამოწვია, რომლის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობას კანონის თანახმად აქვს. რაც შეეხება საკრებულოს სახელფასო ფონდს, რომელიც 54 000 ლარით გაიზარდა, 5 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნამ გამოიწვია, რომლის ვალდებულებაც ადგილობრივ თვითმმართველობას ასევე კანონის თანახმად ჰქონდა.

"ქუთაისის საკრებულოს სახელფასო ფონდი წლიურად შეადგენდა 785 000 ლარს. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საკრებულოს დაემატა 5 პოლიტიკური თანამდებობა ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების სახით. რის გამოც სახელფასო ფონდი 54 000 ლარით გაიზარდა. დღეის მდგომარეობით საკრებულოს წლიური სახელფასო ფონდი 839 400 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მერიის სახელფასო ფონდს, რომელიც 3 210 000 ლარს შეადგენდა. წლიურად გაიზარდა 250 000 ლარით. რაც გამოწვეულია ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანით. მერიის 2018 წლის სახელფასო ფონდი 3 460 000ლარს შეადგენს. რაც შეეხება დანამატებს, აღნიშნული პრაქტიკა ქუთაისის მერიაში აღარ იქნება,"-განაცხად ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ხვალ ქალაქის საკრებულო რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.


ნანახია: 1198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის ეს განცხადება არის მცდარი.
ამავე განცხადების მიხედვით, ერთადერთი ადამიანი მერიაში, რომელიც სახელფასო დანამატს არ იღებს, ქალაქის მერია.
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაზე, პრემიერის ბრძანების საფუძველზე გაზრდილ ხელფასს ეხამურება.
როგორც მერმა ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, ის ყველა თანამშრომელს და ყველა კარგ ხელფასს დაიცავს, რადგან როგორც
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის შტატით გათვალისწინებული 31 და შტატგარეშე 5 ადამიანია დასაქმებული.
რა დამსახურებისთვის და რა პერიოდულობით იღებენ დანამატებსა და პრემიებს სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები? აღნიშნულ კითხვაზე
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი