Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსული ინფექციები? „კლინიკა ბომონდი“-ს ექიმ-პედიატრ ხათუნა ჩუბინიძის რჩევები

თარიღი : 17-01-2018, 19:09 | კატეგორია: მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მატულობს რესპირაციული ინფექციები, რომელთა გამომწვევი სხვადასხვა არაერთი მიზეზი არსებობს - გრიპი, პარაგრიპი, ადენოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და ა.შ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსებისგან და რატომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან ვიზიტი გართულებების თავიდან ასაცილებლად?-აღნიშნულთან დაკავშირებით „კლინიკა ბომონდი“-ს ექიმ-პედიატრი ხათუნა ჩუბინიძე გვესაუბრება.

პედიატრის თქმით, აღნიშნულ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალური გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციაა. მიმღებლობა გრიპის ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში. ექიმთან დაგვიანებული ვიზიტისა და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, მოსალოდნელი გართულებების რისკიც მაღალია, ამიტომ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება და მოფრთხილება სჭირდებათ.

„გრიპი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომელიც ხასიათდება სასუნთქი გზების მთელი რიგი დაზიანებებით, ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციითა და მრავალი გართულებით, როგორიცაა: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციები, კრუპი, ყურის ინფექცია, სინუსიტები. დაავადების გავრცელების გზა ჰაერწვეთოვანია. ინფექციის წყაროს წარმოადგენს გრიპით დაავადებული ადამიანი. ინფექციის გადაცემის საშიშროება იწყება ინკუბაციური პერიოდის დამთავრებიდან და გრძელდება ცხელების მთელ პერიოდში (პრაქტიკულად 5-7 დღე).
კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებანი არსებითად განისაზღვრება ასაკით. მცირე ასაკის ბავშვებში კლინიკური ნიშნები საკმაოდ ცვალებადია. კლასიკურად ახასიათებს დაავადების მწვავედ დაწყება. ტემპერატურის მომატებით 39-40 გრადუსამდე, შემცივნებით, საერთო სისუსტით, კუნთების ტკივილით, სხეულში მტვრევის შეგრძნებით. ახასიათებს ყელის ტკივილი, ცრემლდენა, შესაძლოა გამოიხატოს მშრალი ხველა, წვისა და ტკივილის შეგრძნება თვალის გუგებში. გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, შესაძლოა ღებინება, დიარეა,“ -ამბობს ხათუნა ჩუბინიძე.

პედიატრის თქმით, დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, განსაკუთრებით თუ ეს ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს, აუცილებელია დროული ვიზიტი პედიატრთან, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.

„ გრიპის ვირუსი, ისევე როგორც სხვა ვირუსები, სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. დაუშვებელია ანტიბიოტიკების გამოყენება თუ ბაქტერიული ინფექციით გართულებას არ აქვს ადგილი. აუცილებელია სწორი მოვლა, სითხეების მიღება და პირადი ჰიგიენის წესების დაცვა. სეზონური ვირუსებისგან თავის დაცვისთვის მნიშვნელოვანია ნაკლები კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანებთან, ოთახის ხშირი განიავება, სველი წესით დასუფთავება, ხელების ხშირად დაბანა და ვაქცინაცია, რომელიც სასურველია ჩატარდეს შემოდგომაზე, რათა მომზადებული შევხვდეთ სეზონურ ვირუსებს,“ -ამბობს პედიატრი.

ესაუბრა ქრისტი ქარჩხაძე


ნანახია: 974-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა სახის ინფექციები არსებობს და როგორ უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება, - აღნიშნულ საკითხებზე კლინიკა 'ბომონდი'-ს პედიატრიული
გრიპის ვირუსის გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით
ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც მატულობს ვირუსული ინფექციები.
საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსი და ეს ჯერჯერობით არის H3. ვირუსის უმთავრესი ცირკულაცია მაინც დედაქალაქშია, თუმცა უახლოეს
ინფექციის გადაცემა ხდება დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ჭუჭყიანი ხელებითა და საგნებით.
პედიატრის თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი