Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბესტსელერის ავტორი ქუთაისიდან - „...ხანდახან ვხედავ მეტროში ან ,,მარშუტკაში" როგორ კითხულობენ ჩემს რომანს და მეღიმება....“

თარიღი : 17-01-2018, 16:05 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
5 მილიონიან ქვეყანაში, საქართველოში, იმაზე ბევრად მეტი ნიჭიერი ადამიანია, ვიდრე სხვა, რომელიმე დიდ სახელმწიფოში. რუბრიკა „წარმატებული იმერლები“ უამრავი გენიალური ნიჭით დაჯილდოვებული ქართველის, კერძოდ იმერელის აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ. რუბრიკის პირველი სტუმარია ქუთაისელი „ბესტსელერის“ ავტორი, თათული ღვინიანიძე, 21 წლის მწერალი, რომელმაც გამომცემლობა „პალიტრა L“-ის კონკურსზე - “გახდი ბესტსელერის ავტორი“ გაიმარჯვა. ის ხალხის რჩეული გახდა.

კონკურსის გამარჯვებულს დაუბეჭდეს საკონკურსო ნაშრომი, რასაც გამაოგნებელი შედეგები მოჰყვა. სტატისტიკურად საქართველოს საგამომცემლო ბაზარზე უცხოელი ავტორების ბესტსელერები საშუალოდ წელიწადში 2000 ეგზემპლარი იყიდება, ქართველი ავტორების ნამუშევრების რეიტინგი კი სამწუხაროდ კიდევ უფრო დაბალია. თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“ 2000-იანი ტირაჟით გამოიცა, თვენახევარში ტირაჟი სრულიად ამოიწურა და გამომცემლობამ მეორე ტირაჟიც გამოსცა. საგულისხმოა, რომ მეორე ტირაჟიც ელვისსისწრაფით ამოიყიდა. ბიბლუსის მაღაზიებში „აღიარება ხელისგულზეს“ შესაძენად თუ შეხვალთ და აღმოაჩენთ, რომ თაროებზე მხოლოდ 2-3 წიგნიღაა შემორჩენილი ნუ გაგიკვირდებათ.

-თათული, როდის მიხვდი, რომ წერა შენი საქმე იყო?
-თუ დედაჩემს დავუჯერებთ, დედაჩემი კი არასდროს ტყუის, ანბანის სწავლისთანავე დავიწყე რაღაცების წერა... მესამე თუ მეოთხე კლასში დამრიგებელმა გვთხოვა დაგვეწერა თავისუფალი თემა სახელად ,,ყაყაჩო“. არ ვიცი იმ საღამოს ჩემში მაინც და მაინც პატრიოტულმა სულისკვეთებამ რატომ გაიღვიძ, მაგრამ სამშობლოზე და ომში დაღუპულ გმირებზე დავწერე. მაშინ ჩემმა დამრიგებელმა შენიშნა, რომ წერის ნიჭი მქონდა. კლასის წინაშე ხომ მაქო და მაქო, მერე ცალკე გამიყვანა და სერიოზულად დამელაპარაკა, შენ ახლა ვერ ხვდები, მაგრამ მომავალში მწერალი გახდებიო. 2008 წელს შეიქმნა ლიტერატურული საიტი, სადაც დავრეგისტრირდი და ჯერ ჩანახატების, შემდეგ მოთხრობების, ბოლოს კი რომანების გამოქვეყნება დავიწყე. თინეიჯერობისას გავაცნობიერე, რომ წერა ნამდვილად ჩემი საქმე იყო. წერის პროცესი ენით აღუწერელია, სამყაროს სრულიად წყდები, ხანდახან საკუთარ სხეულსაც კი ეთიშები და შენს პერსონაჟებში სახლდები. მათი უბედურება საკუთარივით გტკივა, მათი ბედნიერება გახარებს. ზოგჯერ წერისას ტემპერატურა მაღლა მიწევს, მაკანკალებს, მაციებს, ვტირი, გააჩნია რას აღვწერ, არის მომენტები, როცა გიჟივით ვიცინი, ბედნიერებისგან ვბრწყინავ. ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა წერის პროცესს მაწყვეტინებენ. ამ დროს ბრაზიანი ვხდები და ჩხუბს ვიწყებ.

-მოგვიყევი, კონკურსზე მონაწილეობის შემდეგ, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
- კონკურსამდე მობილურზე საუბრით შევედი ,,ბიბლუსში", ჩამოვუარე თაროებს, შევეხე წიგნებს და თანამოსაუბრეს ვუთხარი: ,, იცი? ერთ დღეს ჩემი წიგნები ,,ბიბლუსის" თაროებზე იდება. არ ვიცი, როდის მაგრამ აუცილებლად დადგება ეს დღე!" (ოპტიმისტი ვარ ბუნებით). არ გასულა ერთი თვე, სრულიად შემთხვევით წავაწყდი ნიუსს, რომელიც გვატყობინებდა ლიტ. კონკურსი იწყებაო. რა თქმა უნდა, მომენტალურად გავეცანი წესებს და ჩავერთე. კონკურსამდე მყავდა მკითხველების ვიწრო წრე... ისინი აქტიურად მწერდნენ და მიზიარებდნენ შეხედულებებს. სწორედ ჩემი მკითხველების დამსახურებაა რომ მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვიზრდებოდი, მინდოდა ყოველ ჯერზე უკეთესი რამ შემეთავაზებინა მათთვის. კონკურსის შემდე, რა თქმა უნდა, გაიზარდა მკითხველთა რიცხვი და გამოხმაურება, გაიზარდა პასუხისმგებლობაც. (ეს მკაფიოდ აისახა მეორე წიგნზე მუშაობის პროცესზე.) უდიდესი ბედნიერებაა, როცა ქუჩაში გაჩერებენ და გეუბნებიან: ,,ღმერთო ჩემო, თქვენ თათული არ ხართ? მწერალი... ჩემი საყვარელი მწერალი!" ხანდახან ვხედავ მეტროში ან ,,მარშუტკაში" როგორ კითხულობენ ჩემს რომანს და მეღიმება. აი ის სიტუაცია, გვერდით წიგნის ავტორი რომ გიზის და შენ წარმოდგემაც არ გაქვს. (იღიმის) ყოფილა შემთხვევა, შინ დავბრუნებულვარ და მკითხველებს ჩემი ფოტოები გამოუგზავნიათ, დღეს ქუჩაში დაგინახეთ, მაგრამ მოსვლა და საუბარი მოგვერიდაო. საყვარლები! კონკურსის შემდეგ საერთოდ არ შევცვლილვარ, ძველებური გულის ფანცქალით ვკითხულობ მკითხველების გამოხმაურებას, ძალიან მაინტერესებს თითოეული ადამიანის აზრი, უამრავი შეკითხვა მაქვს ხოლმე მათთან: რომელი პერსონაჟი მოეწონათ, რომელი არ მოეწონათ, რაში გაუგეს მთავარ გმირებს, რაში ვერ გაუგეს, რას იზამდნენ მათ ადგილას და ა.შ. ხშირად მეუბნებიან, ,,თავში არ აგვარდნიაო,“ უბრალო დარჩიო. ვფიქრობ, ამპარტავნება უინტელექტო ადამიანებს სჩვევიათ. პოპულარულობა წარმავალია, ადამიანური ურთიერთობები რჩება. ის, ვისაც წარმატება უარესობისკენ ცვლის, წარმატების ღირსი საერთოდ არ არის...

-როგორც ვიცი, აღიარება ხელისგულზე არ არის შენი ერთადერთი რომანი, რატომ აირჩიე კონკურსისთვის ეს ნაწარმოები და არა რომელიმე სხვა?
-თავიდან კონკურსში გავაგზავნე 4 რომანი: ,,აღიარება ხელისგულზე“, ,,გამოღვიძება ღრმა ძილის წინ“, ,,სამუმი ანუ ქვიშიანი ქარიშხალი“ და ,,შეწირული.“ დამირეკეს და ამიხსნეს, რომ ეს შეფასების პროცესს გაართულებდა, ამიტომ ერთი რომანის არჩევა მომიწია. არჩევანის გაკეთება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. სულ ვამბობ, ჩემი რომანები ჩემი შვილები არიან-მეთქი. ყველა დედას გაუჭირდება შვილის გამორჩევა. უამრავი წვრილმანის გათვალისწინების შემდეგ, ,,აღიარება ხელისგულზე“ დავტოვე კონკურსში. საქმე ისაა, რომ სწორედ ეს წიგნი მოიცავს თანამედროვე საქართველოს (და არა მარტო ჩვენი ქვეყნის) ყველა პრობლემას, წინ არის წამოწეული ისეთი საკითხები, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით, სიტუაციები, რომელიც იმდენად ახლოა მკითხველისთვის, საკუთარ თავს და გარემომცველ საზოგადოებასაც კი ამოიცნობს. შეგახსენებთ კონკურსის სახელს ,,გახდი ბესტსელერია ავტორი“; ჩავთვალე, რომ ბესტსელერი გახდებოდა ის ნაწარმოები, რომელიც ყველა ასაკის, სქესის, შეხედულებისა და გამოცდილების ადამიანს მისცემდა საშუალებას, რაღაც თავისი ეპოვა წიგნში. ,,აღიარება ხელისგულზე“ მოდერნისტული ნამუშევარია, პოსტმოდერნისტული ელემენტებითა და სიმბოლიზმით. მწერლის ინტუიცია მიკარნახა, რომ თანამედროვე მკითხველს სწორედ თანამედროვე ენით ნაწერი ლიტერატურა სჭრდებოდა, რომელიც სარკესავით აღიმართებოდა მის წინ და ყველა ხერხით დაანახებდა სად და როგფორ ცხოვრობს, რაშია გამოსავალი.

-შენმა გამარჯვებამ საზოგადოება ორად გახლიჩა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გაკრიტიკებდნენ, გკიცხავდნენ და არც სალანძღავ სიტყვებს იშურებდნენ... როგორ ფიქრობ, რატომ?
- ,,ყოველთვის ასე ხდება, როცა ღირებულ რაღაცას ქმნი, კრიტიკოსების არმია ჩნდება.“ - ეს არის ამონარიდი რომანიდან ,,აღიარება ხელისგულზე“ და ვფიქრობ, შენს შეკითხვას პასუხობს. ადამიანებისთვის გაცილებით მარტივია სხვების კრიტიკა, ვიდრე მათი წარმატების აღიარება. შეუძლებელია შექმნა რაიმე (ნახატი, სიმღერა, ნაწარმოები), რომელიც ყველას მოეწონება; არც არის საჭირო, რომ ყველას გული დაიპყროს. ხელოვნება თავისუფალი სფეროა, ადამიანიც თავისუფალია მისი აღქმისას. კითხვა არის ყველაზე ინტიმური პროცესი, შესაბამისად ვერავის შეეჭრები და მიუთითებ წაკითხული როგორ გაიგოს. ხდება ხოლმე, წიგნში ბევრ მესიჯს დებ, რაღაც-რაღაცებს მალავ, მაგრამ მკითხველი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ მესიჯს და საიდუმლოებებს ვერ ამოიცნობს.

-თავად რა რეაქცია გაქვს უარყოფით კომენტარებზე, კრიტიკაზე და არაჯანსაღ კრიტიკაზე? ჯერ კიდევ გტკენს გულს ნეგატიური კომენტარები, თუ უკვე შეეჩვიე?
-თუ კრიტიკა დასაბუთებულია (სხვათა შორის, ჩემს მკითხველებში ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაჩემია), რა თქმა უნდა, ვიღებ, მეტიც, ვფიქრობ ამ სიტყვებზე და ვცდილობ, რჩევის ხარჯზე განვვითარდე, საკუთარ თავს ვაჯობო, მომავალში უკეთესი რომანი რომ შევთავაზო მკითხველებს. დაუმსახურებელი, ნეგატიური კომენტარების კითხვა არავის სიამოვნებს, მაგრამ, მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ვზივარ და ცრემლად ვიღვრები-მეთქი. ამ დროს გული მწყდება, რომ ვიღაცამ წიგნის მთავარი სათქმელი ვერ გაიგო, წამოჭრილი პრობლემები ვერ დაინახა, მაგრამ,არამგონია, ეს წიგნის ბრალი იყოს...

-პრეზენტაცია ქუთაისშიც გქონდა, როგორ შეგხვდნენ მშობლიურ ქალაქში ბესტსელერის ავტორად დაბრუნებულს?
-ქუთაისთან უამრავი ტკბილი და ლამაზი მოგონება მაკავშირებს. ოდესმე აუცილებლად დავწერ ამ პატარა, მშვიდ ქალაქზე, სადაც ბავშობა და თინეიჯერობა გავატარე. ქუთაისური მოგონებებიდან ,,მოვიპარე“ კიდეც ერთ-ერთი და წიგნში ჩავწერე... ეს მგონება უკავშრდება ჩეის სთაუდენმაიერს, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა და ჩვენს სკოლაში მოხალისე ინლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ჩემი ქალაქი ხელგაშლილი შემხდა, სითბო და სიყვარული მაგრძნობინა. პრეზნეტაცია გავმართეთ და ბიბლუსის ყველაზე დიდი ფილიალი გაჭედილი იყო, გარეთაც იდგა ხალხი.

-წარმატებამ ალბათ ბევრი ახალი მეგობარი და ნაცნობი შეგძინა, ხომ არ არიან ისეთებიც, ვინც გაქრნენ შენი ცხოვრებიდან, გამარჯვების შემდეგ?

-,,უყურებ... გიყურებს... ორივემ იცით, რომ აღარაფერი დარჩა. შენ გგონია, რომ შენ უფრო გტკივა, შენ უფრო დარდობ... ისიც იმავეს ფიქრობს.“ ყოველთვის მიდიან ადამიანები... ან შენ მიდიხარ... მაგრამ მოგონებები ხელშეუხებელი რჩება. მე ყველაფრისთვის მადლიერი ვარ.

-როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი ათი წლის შემდეგ?
-მჯერა, რომ ათი წლის განმავლობაში ბევრს ვიმოგზაურებ და ახალ-ახალ რომანებსაც დავწერ. ათი წლის შემდეგ, უკან რომ მოვიხედავ, აღმოვაჩენ, რამდენი საინტერესო თავგადასავალი გადამხდენია, რამდენი ერთგული ადამიანი მიპოვია, როგორ დავახლოვებივარ ძველ მეგობრებს, რამდენჯერ მომცემია შანსი, რომ ვინმეს ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა... ადამიანები ერთმანეთისთვის ვჩნდებით, ამიტომ მჯერა, რომ შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან და ერთმანეთს ყოველ ჯერზე გვერდში უნდა დავუდგეთ.

-მოგვიყევი სამომავლო გეგმებზე...
-ვმუშაობ, მეორე რომანზე ,,გამოღვიძება ღრმა ძილის წინ“, რომელიც წესით, 2018 წელს უნდა გამოვუშვა, ზუსტი თარიღი არ ვიცი. რომანზე მუშაობა ხანგრძლივი და საინტერესო პროცესია. ვცდილობ შევაღწიო ორგანოებში, სადაც შესვლა არ შეიძლება, მოვაგროვო საჭირო ინფორმაცია, იმისთვის რომ მუზით დაწერილი რეალობას არ აცდეს. წელს ვამთავრებ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სოც. პოლის ფაკულტეტს. ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ვსწავლობ.

მერიემ კაკაურიძე


ნანახია: 3281-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხშირად ვერ ვამჩნევთ, ჩვენს გარშემო უამრავ ნიჭიერ, დიდებულ ადამიანს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვხედავთ მათ, მაგრამ ადამიანური
„როცა სახლში ვიყავი, მეზობლები ფრთხილად იყვნენ, რომ რაიმე არ დაცემოდათ თავში“
"მე ყოველთვის მიყვარდა რისკი და გადაზედმეტებული სწრაფვებიც მქონდა მიუღწეველის და შეუცნობელისკენ".
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“
ქუთაისში ტომ ვანდერბილთის წიგნის -"საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ (და რას ამბობს ეს ჩვენს
'მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 14 წლის წინ ეჭვიანობის გამო დავშორდი. ერთ დღეს გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წავედი
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი