Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სასტუმროების მშენებლობების შემოწმებას იწყებს

თარიღი : 16-01-2018, 19:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
მრავალბინიანი მშენებლობების შემოწმების შემდეგ, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მიმდინარე სასტუმროების შემოწმებას გეგმავს.

"ცოტა ხანში, დასრულდება მრავალბინიანი მშენებლობების შემოწმება, ამისთვის დაახლოებით 1-2 დღე დაგვჭირდება და შემდგომ, დაიწყება მიმდინარე სასტუმროების შემოწმება.
მოგეხსენებათ, ჩვენ დასრულებული ნაგებობების შემოწმების უფლება არ გვაქვს, ამისთვის სხვა დაწესებულებები არსებობს." - აცხადებს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახაია.


-ბატონო ზვიად, როგორც ვიცი იგეგმება სასტუმროების შემოწმება. მიმდინარე სასტუმროების შემოწმებას აპირებთ, თუ უკვე დასრულებულის?

-დიახ, ცოტა ხანში, დასრულდება მრავალბინიანი მშენებლობების შემოწმება, ამისთვის დაახლოებით 1-2 დღე დაგვჭირდება და შემდგომ, დაიწყება მიმდინარე სასტუმროების შემოწმება. მოგეხსენებათ, ჩვენ დასრულებული ნაგებობების შემოწმების უფლება არ გვაქვს, ამისთვის სხვა დაწესებულებები არსებობს.

-დაახლოებით რამდენი ობიექტის შემოწმება იგეგმება?


-ჯერ-ჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ქუთაისში მრავლადაა სასტუმროების, ან სასტუმროს ტიპის შენობების მიმდინარე მშენებლობები.

-როგორ შეაფასებთ ქალაქში ამჟამად არსებულ მდგომარეობას, მშენებლობების თვალსაზრისით?

-მე არ ვარ არქიტექტორი, ასე რომ არ შემიძლია ამაზე სუბიექტური კომენტარის გაკეთება. თუმცა, მე პირადად, უკეთესობის მოლოდინში ვიქნებოდი. ვფიქრობ გენ.გეგმა დაალაგებს ქუთაისში არსებულ ვითარებას არქიტექტურული თვალსაზრისით.

-შეგიძლიათ უფრო ვრცლად გვესაუბროთ, იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა სახის ღონისძიებებს გეგმავთ არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად?

-მოხდება აბსოლუტურად ყველა მიმდინარე მშენებლობის გადამოწმება და დარღვევის შემთხვევაში მივიღებთ საჭირო ზომებს. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არანაირი სურვილი არ აქვს ბიზნესმენებს ხელი შეუშალოს რაიმეში, თუმცა ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს.


ნანახია: 838-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას დავალებით ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შემოწმება ხდება.
რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში სხვადასხვა ტიპის მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, მსგავსი ტიპის შემოწმება ბუნებრივი პროცესია.
მშენებლობა, რომლის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია 2017 წელს დასრულდება.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს ამოწმებს.