Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩქეფიას ჩანჩქერი-ულამაზესი ადგილი, რომლის მონახულებას მოგზაურებს ურჩევენ

თარიღი : 15-01-2018, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადებიდან ყველაზე დიდი მდინარეა საძალიხევი, რომელიც ზემო დინებაში იწოდება „იმერეთის ფრონედ“. მდინარე სათავეს საჩერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში, ზღვის დონიდან 815 მეტრზე იღებს. მთლიანი სიგრძე 23 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 125 კმ.კვ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე, წყალმცირობა-ზამთარში.

მეტად ლამაზია მდინარე საძალიხევის ხეობის ბუნება. გაზაფხულზე ამწვანებული ტყისა და ბუჩქნარების ფონზე, ყოველი მხრიდან მოჩანს შვეულად აღმართული რუხი და თეთრი უზარმაზარი ციცაბო კლდეები. თითოეული მათგანი ბუმბერაზ ბასტიონს მოგვაგონებს და სამუდამოდ აღიბეჭდება ადამიანის მეხსიერებაში.
My Webpage
მდინარე საძალიხევის ხეობაში, სოფელ სვერის აღმოსაველთ პერიფერიაზე მდებარეობს საჩქეფიას ჩანჩქერი, რომლის ვარდნის სიმაღლე დაახლოებით 15 მეტრს აღწევს. მდინარე ხეობაში აჩენს რამდენიმე მეტრი სიღრმის მორევს, რომელიც ზაფხულის ცხელ ამინდებში მოსახლეობის თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. მდინარე საძალიხევის ხეობაში გამავალი პერევისა-სვერი-გეზრულის გზატკეცილიდან საფეხმავლო მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრს შეადგენს. საფეხმავლო მარშრუტი მდინარის ხეობას მიუყვება და რამდენიმე მონაკვეთზე ხდება მდინარეზე გადასვლა. საჩქეფიას ჩანჩქერთან მისვლა აგრეთვე შეიძლება საინტერესო საფეხმავლო მარშრუტით სოფელ გუნდაეთიდან. საფეხმავლო მარშრუტზე შესაძლებელია საინტერესო კარსტული მღვიმის-საჭინკიის მონახულება, საძალიხევის კანიონის და დაახლოებით 15 საუკუნის, სვერის ისტორიული ციხესიმაგრის დათვალიერებაც.


ნანახია: 2434-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს იმერეთის რეგიონის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას.
იმერეთის ერთ-ერთი საინტერესო ადგილის ისტორია რუბრიკაში 'ჩემი იმერეთი'.
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი