Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘წვიმიან ამინდში ღონისძიება რომ გვაქვს, გვეშინია, შენობაში ჩამოსულმა წყალმა სტუმრები არ დაასველოს,’- ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა შველას ითხოვს

თარიღი : 4-01-2018, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა შველას ითხოვს. ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც 140 წელს ითვლის, ავარიულია. შენობის კედლებიდან ბათქაში ცვივა, ხოლო დაზიანებული ჭერიდან წყალი ჩამოდის. შენობაში არ არის საკმარისი ადგილი წიგნადი ფონდის შენახვა-განთავსებისთვის.

ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზ ჩოგოვაძის თქმით, შენობის მდგომარეობის გარკვევის მიზნით, ექსპერტიზა ორჯერ ჩატარდა. პირველი დასკვნით, შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება, ხოლო მეორე დასკვნაში ნათქვამია, რომ ობიექტის რეაბილიტაცია შეუძლებელია.

როგორც ჩოგოვაძე ამბობს, დაწესებულების პრობლემებთან დაკავშირებით მას ქალაქის ახალ ხელმძღვანელობასთან ჰქონდა საუბარი. მისივე თქმით, ამ დროისათვის ქუთაისის ხელისუფლება ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვას ელოდება.

„შენობაში არ არის პირობები მუშაობისა და განვითარებისათვის. სახურავიდან წყალი ჩამოდის. ღონისძიებას რომ ვგეგმავთ, ჯერ ამინდს ვნახულობთ, რომ შენობაში ჩამოსულმა წყალმა სტუმრები არ დაასველოს,“ - ამბობენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ბიბლიოთეკის შენობის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზად აქვთ, თუმცა სამუშაოები 2 მილიონამდე ჯდება. ადგილობრივი ხელისუფლება მიმდინარე წელს, პირველ ეტაპზე შენობისათვის სახურავის გამოცვლას გეგმავს, რათა წვიმის დროს ჩამოსულმა წყალმა წიგნადი ფონდი არ დააზიანოს.


ნანახია: 822-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახლადაშენებული ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი შეიქმნება.
ამის შესახებ ქუთაისის ი.ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ საინფორმაციო სააგენტო
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხს ქალაქის ხელისუფლება წყვეტს, თუმცა ამ დროისათვის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
მათი განცხადებით, შენობაში ყოველი წვიმის დროს წყალი ჩამოდის.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ბიბლიოთეკის კორპუსის აშენების იდეა უნივერსიტეტის რექტორს,გიორგი ღავთაძეს ეკუთვნის.
წაქაძე ჩოგოვაძის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ კომენტარს არ აკეთებს
იმის გამო, რომ კორპუსს სახურავი დამწვარი აქვს, უხვი ნალექის გამო, კორპუსის მაცხოვრებელთა უმრავლესობის სახლებში წყალი ჩავიდა.
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე ქალაქში, უსახლკარო ოჯახებისათვის მოწყობილი თავშესაფრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ

ამინდი