Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გავაკეთებთ ყველაფერს, რათა წყალტუბოში ჩამოსვლისას ტურისტები არ შემოიფარგლონ მხოლოდ 'პროემეთეს' და 'სათაფლიის' მღვიმეების ნახვით'-ინფოტური წყალტუბოში

თარიღი : 4-01-2018, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრისა და "ბალნეოსერვისის" ორგანიზებით, წყალტუბოში ინფო ტური მოეწყო. საქართველოს გიდების ასოციაციის ტურ-ოპერატორებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი დაათვალიერეს, რომლის ჩვენებაც მუნიციპალიტეტში ჩამოსული ტურისტისა და ვიზიტორისთვის შეიძლება.

"ინფო ტური მიზნად ისახავდა ტურისტული სფეროს წარმომადგენლებისთვის წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაცნობას. სტუმრებმა დაათვალიერეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გიდებს უმასპინძლა ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმმა, მეექვსე აბაზანამ, სასტუმროებმა. თითოეულმა მათგანმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ყველა იმ ობიექტის შესახებ, რომელთა ტურისტულ მარშუტებში ჩართვა სამომავლოდ იგეგმება,''- აცხადებს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის’’ მმართველი სალომე ქუთათელაძე.

"ჩემთვის, როგორც გიდების ასოციაციის წარმომადგენლისთვის, საინტერესო იყო წყალტუბოს დათვალიერება. გავეცანით ინფორმაციებს კურორტის ისტორიის, აქ დაცული სამუზეუმო ექსპონატების, სამკურნალო წყაროების შესახებ. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აქ ჩამოსვლისას ტურიტები არ შემოიფარგლონ მხოლოდ "პროემეთეს" და "სათაფლიის" მღვიმეების ნახვით. წყალტუბოში მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით ვფიქრობ აუცილებელია ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოწესრიგება, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა,''- აცხადებს გიდების ასოციაციის წარმომადგენელი რუსუდან ჯაფარიძე.

წყალტუბოში მსგავსი ტიპის ინფოტურები 2018 წელს რეგულარულად მოეწყობა.


ნანახია: 2017-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზურაბიანის თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურიზმია.
ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
ღია კარის დღეზე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ადგილობრივი ბიზნესმენები იყვნენ მოწვეულები.
წყალტუბოს პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების მხრივ არსებული პოტენციალის რეალიზების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი
ვირტუალურად წყალტუბოს ნახვის საშუალება „ღია სივრცე“–ში მისულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება.
სტუმრებმა წყალტუბოს ბალნეოცენტრები მოინახულეს, გაეცვნენ უნიკალური თერმული წყლების სამკურნალო თვისებებს და საკუთარ თავზე
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი