Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქველმოქმედებით შთაგონებულმა ზესტაფონელმა ჩინოვნიიებმა მუშაობის დაწყებიდან თვენახევარში პრემიები გამოიწერეს

თარიღი : 27-12-2017, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 18 თანამდებობის პირი საახალწლოდ პრემიების ელოდება. ხელფასის ოდენობის პრემიას ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები იღებენ.

შესაბამისი ბრძანება საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ 21 დეკემბერს გამოსცა.

„ჯერ მუშაობა არ დაუწყიათ და უკვე პრემიები გამოიწერეს. საინტერესოა, რა დამსახურებისთვის იღებენ პრემიებს. მე მივმართავ პრემიერს და მოვუწოდებ ჩინოვნიკებს, უკან დააბრუნონ პრემიები. იმ ფონზე, როდესაც ქუჩაში უამრავი გაჭირვებულია, ესენი პრემიების აღებით არიან დაკავებული,“ - ამბობს ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგა გაბრიჭიძე.

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ჩინოვნიკების პრემიებისთვის თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაწერილი იყო. საყვარელიძე ირწმუნება, რომ ჩინოვნიკები პრემიებს ქველმოქმედებაში დახარჯავენ.


ნანახია: 1857-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაპირისპირება მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულს სხდომაზე.
ზესტაფონის საკრებულოს უმრავლესობას მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდებენ.
აღნიშნული კვლევების მიხედვით პრემიების გაცემის რაოდენობით ქუთაისის ლიდერობს, სადაც საჯარო მოხელეებმა პრემიის სახით 97 850 ლარი
ზესტაფონის საკრებულოს წევრი 'პატრიოტთა ალიანსი'-დან გიგა გაბრიჭიძე ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს ბიუჯეტის თანხების
მეშველიანი მიიჩნევს, რომ ამით ბიუჯეტის თანხებიც დაიზოგება.
გივი ჭიჭინაძის თქმით, მიმდინარე წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში და მათ შორის გუბერნიაში პრემიები აღარ გაიცემა.
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი