Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში სიღარიბე რამდენიმე ათეული წელი ვერ დაიძლევა

თარიღი : 25-12-2017, 14:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ქვეყანაში განკარგვადი შემოსავალი, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იზრდება, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი იმდენად ჭარბობს, რომ მისი ზრდა მოსახლეობისთვის შეუმჩნეველი რჩება. განკარგვადი შემოსავლის დაბალ მაჩვენებელს მხოლოდ ლარის კურსი არ განსაზღვრავს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალზეა დამოკიდებული. წინა წლების მსგავსად, ეს ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდა, რადგან ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მოხმარებაც შეამცირა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მომავალ წელს ფასების მაჩვენებელი ისევ მაღალი იქნება, რაც განკარგვადი შემოსავლის წილს, სტატისტიკური მაჩვენებლისგან გასხვავებით, რეალურად ვერ გაზრდის.

სტატისტიკურად განკარგვადი შემოსავლის ზრდაზე საუბრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, თუმცა, მისი აზრით, ეს მხოლოდ ციფრებია. რეალურად, მდგომარეობა მძიმეა, რადგან თუკი ინფლაციის დონესაც გავითვალისწინებთ, ჩვენ ზრდის ნაცვლად, შემცირება გვაქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილი სათამაშო ბიზნესმა დააზარალა, ნაწალი სესხებზეა მთლიანად დამოკიდებული, რომლის გადახდა ბევრს აღარც კი შეუძლია.

“ნომინალურად განკარგვადი შემოსავალი იზრდება, თუნდაც ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ თუ ჩვენ გამოვრიცხავთ ისეთ ხარჯებს, რომელიც რაციონალური ქცევით არ არის გათვალისწინებული, მაშინ განკარგვადი შემოსავლის შემცირებას მივიღებთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ხალხი ძალიან გახდა დამოკიდებული საბანკო კრედიტებსა და სათამაშო ბიზნესზე.

განკარგვად შემოსავალში მე ის თანხებიც მაქვს შეყვანილი, რომელიც სესხის სახით აქვს აღებული მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან. თუ მნიშვნელში ამას შევიტანთ, მრიცხველში ბანკების მომსახურების საპროცენტო თანხა უნდა ავსახოთ, ხოლო თუკი ინფლაციის დონესაც გავითვალისწინებთ, ზრდის ნაცვლად ნამდვილად შემცირებაა.

გარდა ამისა, თავად მოსახლეობის საშემოსავლო დიფერენცირებაც ძალიან მაღალია საქართველოში. ამ დროს კი სათამაშო ბიზნესი აზარალებს ოჯახებს, რაც საკმაოდ რთულ ფონს ქმნის ქვეყანაში”, – განუცხადა “რეზონანსს” არჩვაძემ.

ოჯახი რა შემოსავალსაც იღებს, იმასვე ხარჯავს და ვერ ახერხებს გარკვეული თანხის გადადებას სამომავლო ხარჯებისთვის. ფინანსისტ ლია ელიავას აზრით, ესაა განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ მოსახლეობა ვალებშია და პრობლემას ვერაფრით აგვარებს.

“სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მართლაც იზრდება მოსახლეობის შემოსავალი, თუმცა მატულობს ხარჯიც. შემოსავლის მატება ვერ აბალანსებს ინფლაციურ პროცესებს. როდესაც ფასების ზრდაზე გვაქვს საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წლიდან წლამდე მაღალი ინფლაცია ნიშნავს ფასების გამუდმებულ ზრდას. მაგალითად, წელს თუ ინფლაცია 7%-ია და მომავალ წელს 3% იქნება, ეს ნიშნავს, რომ საშუალო მაჩვენებლით 10%-ით მაინც მოიმატებს ფასების საერთო დონე.

რაც შეეხება მოსახლეობის შემოსავალს, მისი ზრდის დონე დაბალია. სხვა ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირადაა მოგვარებული. როდესაც ინფლაცია მატულობს, მთავრობა ზრდის სოციალურ გასაცემლებს, პენსიებსა და ხელფასებს სახელმწიფო სექტორში. მართალია, არა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ინფლაცია იზრდება, თუმცა მაინც დგამს ნაბიჯებს. საქართველოში ასეთი პრაქტიკა არასდროს ყოფილა. მთავრობა ინფლაციის მაჩვენებელზე არასდროს რეაგირებს.

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ოჯახი რა შემოსავალსაც იღებს, იმასვე ხარჯავს და ვერ ახერხებს გარკვეული თანხის გადადებას სამომავლო ხარჯებისთვის. ესაა განმაპირობებელი ფაქტორი, რომ მოსახლეობა ვალებშია და ფინანსურ პრობლემას ვერ აგვარებენ. ამის გამოსწორება უახლოეს მომავალში შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მთავრობის ნება, არ არსებობს ფინანსური შესაძლებლობები. სიღარიბე საქართველოში, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული წელი ვერ დაიძლევა და ყოველთვის იქნება ხალხში ფულის დეფიციტი”, – განაცხადა ელიავამ.

ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა რომ მძიმეა, ამას ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც ადასტურებს, თუმცა ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკა უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც უკეთესობისკენ ვითარდება. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მოსახლეობის შემოსავალი გარკვეულწილად იზრდება. სამწუხაროდ, ამ ტემპით, რაც ჩვენ გაქვს, დაგვჭირდება 50-60 წელი, რომ წელში გავიმართოთ.

“მე მესმის და კარგად ვაანალიზებ, რომ საქართველოში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. პირადად მე ისეთი შეგრძნება არ მაქვს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად უკან მიდის. ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, მოსახლეობის შემოსავალი გარკვეულწილად იზრდება, ოღონდ ეს ყველაფერი ნელი ტემპით ხდება. ასევე, ეკონომიკური ზრდაც საკმაოდ დაბალია.

ვვითარდებით ნელა, თუმცა მაინც წინ მივდივართ. მაგალითად, ქვეყანაში 1,3 მლნ მანქანა დადის, ანუ ყოველ მეორეს ავტომობილი ჰყავს. თუ ხალხს საშუალება არ აქვს, როგორ ახერხებენ ოჯახის გარდა ავტომობილის შენახვასაც? აქ პრობლემა ისაა, რომ ძალიან დაბალი ტემპი გვაქვს და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს ცხოვრების დონით ვერ ვეწევით. სამწუხაროდ, ისეთი ზრდის ტემპით, რაც ჩვენ გვაქვს, დაგვჭირდება 50-60 წელი, რომ წელში გავიმართოთ, თუმცა ერთ ადგილზეც არ ვართ გაყინული”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ჯანიაშვილმა.


ნანახია: 1704-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია
რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს. ის, მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით, ბოლო
ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.
სტატისტიკოსის გაანგარიშებით, თუკი შარშან განმავლობაში ხალხს 500 მილიონით ზედმეტის გადახდა უწევდა კრედიტებში, ამჯერად, სულ მცირე,
საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი ასაკით პენსიონერია.
უკვე ხელისუფლებაშიც ალაპარაკდნენ, რომ ბანკებზე დამოკიდებულება მსესხებლების გადახდისუნარიანობას სამომავლოდ მნიშვნელოვნად
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი