Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჭადრის ფოთლის' გამო სკანდალში გახვეული ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა და დირექტორის ბოდიში

თარიღი : 22-12-2017, 16:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა სკანდალში ეხვევა. სკანდალის მიზეზი ბიბლიოთეკის მიერ ჩატარებული ლიტერატურული კონკურსი-„ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“ ხდება. კონკურსის ორგანიზატორი თავად ბიბლიოთეკაა.

კონკურსის დებულებით, კონკურსზე წარდგენილი უნდა ყოფილიყო გამოუქვეყნებელი ლექსი. ხოლო მონაწილემ, რომელმაც მთავარი პრიზი მიიღო, ლექსი საზოგადოებას უკვე გამოცემული წიგნიდან წაუკითხა. კონკურსის შედეგების გამოქვეყნებას უკმაყოფილება მოჰყვა საზოგადოებასა და თავად შემოქმედებში. კონკურსი და მისი შედეგები განხილვის თემა იყო სოციალურ ქსელში.

"ლექსი გარდა იმისა, რომ უკვე გამოქვეყნებული იყო, ნაკლებად პასუხობდა თემას, რადგან ის მიძღვნითი ხასიათის იყო და ჟიურის ერთ-ერთ ავტორიტეტულ წევრს, ბატონ ნომადი ბართაიას ეკუთვნოდა, რომელთანაც გამარჯვებულს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ანუ მათ მეგობრობას და შესაბამისად მეგობრისკენ გადახრაში რომ არ დავდოთ ბრალი, თუნდაც ნომადის და ლექსის სისუსტეზეც არაფერი ვთქვათ, უბრალოდ ის ჟიურის კონკურსისგან უნდა მოეხსნათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საკონკურსო ლექსი უკვე გამოქვეყნებული და წიგნში შეტანილი იყო. მაგრამ მერე რა, მეგობრობას აბა რა აზრი აქვს თუ ყველაფერი ფეხებზე არ დაიკიდე და მეგობარს არ არგუნე ჭადრის ფოთოლი?! მეორე კონკურსანტს რაც შეეხება, კონკურსზე შენიღბული სახელით წარსდგა, ანდერ ანდერსონით თუ რაღაც ამდაგვარით. ყველა კითხულობდა ვინაა, მაგრამ ვითომ გასაიდუმლოებული ჰყავდათ და ისე იმსახიობეს, რომ იფიქრებდი, არც თავად ორგანიზატორებმა და ჟიურიმ იცოდა ვინ იყო, არც გამოცხადებულა კონურსზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო კონკურსის პირობებიც დაირღვა, ლექსებიც ვერ პასუხობდნენ თემას, მაგრამ კრება მაინც მხიარული დარჩა. გამარჯვებული ლექსების წაკითხვაც კი ვერ გაბედეს აუდიტორიის წინაშე, თუ გვეტაძის თავხედობას არ ჩავთვლით, რომელმაც კონკურსის დებულება თავზე გადაახია ჟიურის და საკონკურსო ლექსი წიგნიდან წაიკითხა,“ -ნათქვამია წერილში, რომელიც კონკურსის შედეგებით უკმყოფილო პირებმა გაავრცელეს.

კონკურსის ჟიურის პოეტი ნანა გასვიანი თავმჯდომარეობდა, ხოლო წევრები ნომადი ბართაია, გია ხოფერია, ცირა ყურაშვილი და ლეილა ქველიძე იყვნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: მესამე ადგილის მფლობელი გახდა ბექა ფოცხვერია. მეორე ადგილის მფლობელი ქრისტინე ჩიხლაძე და პირველი ადგილი ომარ გვეტაძემ აიღო.

ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge ჟიურის თავმჯდომარეს ნანა გასვიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, ჟიურის თავმჯდომარეს არ ევალებოდა წარმოდგენილი მასალის და იმის შემოწმება, გამოქვეყნებული იყო თუ არა ლექსი.

„ეს უნდა გაეკეთებინა საორგანიზაციო კომიტეტს და ბიბლიოთეკას, რომელიც კონკურსის ორგანიზატორი იყო. მე როგორც ძველი კონკურსის გამარჯვებულს, დებულება მავალდებულებდა ჟიურის თავმჯდომარე ვყოფილიყავი, თორემ ჩემი ფეხი არ იქნებოდა აქ. ჩემი ფავორიტი ლექსებიდან არც ერთი გავიდა. ათგზის ვთხოვე, რომ საღამო ყოფილიყო საინტერესო, წაეკითხათ ათივე ფინალისტის ლექსი და ფინალისტებიდან გამარჯვებულების. ჩემი ბრალეულობა აქ არის აბსოლუტურად ნოლი. მე ვიყავი მომხრე, გაემარჯვა ნამდვილ პოეზიას, თუმცა მეგობრის სასარებლოდ გააკეთეს არჩევანი. უნიჭობისთვის მხარი არასდროს დამიჭერია,“ - ამბობს ნანა გასვიანი.

კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით დაწყებულ განხილვას ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზ ჩოგოვაძე პასუხობს. დირექტორი მომხდარს სამწუხაროს უწოდებს და სამომავლოდ, გამოსწორების პირობას დებს.

„ვენდეთ ჩვენ ადამიანურად და არ შევამოწმეთ ვწუხვართ, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ უფრო დიდ კონკურსებზეც ხდება ხოლმე უნებლიეთ მსგავსი რამ. ეს არის ბიბლიოთეკის კონკურსი, თუმცა რა დონეზეც არ უნდა იყოს, არასასიამოვნოა. გამოვასწორებთ,“ -ამბობს ნარგიზ ჩოგოვაძე.


ნანახია: 2060-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ორგანიზატორმა თვიტონ ჩამოარიგა წლოვანების მიხედვით მისების და ვიცე-მისების ნომინაციები. ჩვენ რომ ვთქვით, რომ ეს ნომინაციები
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი 'მოდინახე' 2014 წელს 'ჯორჯიან მანგანეზის' გენერალური სპონსორობით და ჟურნალისტ როლანდ
მერის თქმით, 50 ვაკანტურ ადგილზე ახალი კონკურსი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.
ფოტოკონკურსში მონაწილეობა 5 ივნისამდეა შესაძლებელი.
კვირეული, რომელიც 22 აპრილამდე გაგრძელდება, შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი